საზოგადოება

ინიციატივა, რომლის საფუძველზეც შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასური იზრდება, პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბერს წარედგინება

ინიციატივა, რომლის საფუძველზეც შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასური იზრდება, პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბერს წარედგინება

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევიცალკეული მომსახურების საფასური იზრდება, პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება;

ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი გახდება;

ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება სააგენტოს შემოსავალს გაზრდის, მოსალოდნელი შემოსავალი დაახლოებით 40 მლნ. ლარია, რაც როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

“კანონის პროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.

გასათვალისწინებელია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ ვალდებულებას წარმოადგენს. ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ასევე პირდაპირპროპორციულად აისახება საპატრულო პოლიციის დატვირთულობის ხარისხზე. მომსახურებების ფასთა კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. შესაბამისად, გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის რესურსის ზრდა მის მიერ მისთვის კანონმდებლობი დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close