ეკონომიკა

საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის – 164 ტონა თაფლი გავიდა – სად ვყიდით პროდუქტს?

საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის - 164 ტონა თაფლი გავიდა - სად ვყიდით პროდუქტს?

საქართველოდან იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 164 ტონა თაფლი გავიდა, რაც საქონლის ექსპორტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად თაფლის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 701 ათასი დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, ექსპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 74.1%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობის ზრდამ 41.5% შეადგინა.

საექსპორტო ბაზრების მიხედვით თაფლი ყველაზე დიდი რაოდენობით წელს ბულგარეთში გავიდა, თუმცა ღირებულების მიხედვით საქონლის რეალიზების პირველი ქვეყანა საფრანგეთია. მიუხედავად იმისა, რომ თაფლის ექსპორტის მოცულობები და აქედან მიღებული შემოსავლები მილიონ დოლარს ჯერ ვერ აღწევს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქონლის რეალიზების მიმართულებები საკმაოდ დივერსიფიცირებულია და თაფლი ევროკავშირის ქვეყნების გარდა, აზიის და აფრიკის მიმართულებითაც კარგად იყიდება.

საექსპორტო ქვეყნების TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:

1. საფრანგეთი – 319 ათასი დოლარი, 55 ტონა;
2. ბულგარეთი – 255 ათასი დოლარი, 90 ტონა;
3. ისრაელი – 61 ათასი დოლარი, 10 ტონა;
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 18 ათასი დოლარი, 2 ტონა;
5. იაპონია – 16 ათასი დოლარი, 1 ტონა

ამ ქვეყნების გარდა თაფლის ექსპორტი საუდის არაბეთში, გერმანიაში და მცირე მოცულობებით სომხეთში, კანადაში, სენეგალსა და ბაჰრეინშიც განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close