დღის ამბები

მუქარა დეპუტატობის კანდიდატზე

 

რამდენიმე დღის წინ გირჩის კანდიდატს მუსლიმ ღანიშაშვილს  პანკისში დაუპირსიპირდნენ და  როგორც თავად ღანიშაშვილი ამბობს ზეწოლები უფრო და უფრო გააქტიურდა

-მე,  ზუსტად  ვიცოდი, რომ ეს  ყველაფერი იყო მართული  და  კარგად ორგანიზებული კანპანია  ჩემს  წინააღმდეგ.რაოდენ  საკვირველიც  არ  უნდა  იყოს, პარასკევის ლოცვაზე, ქადაგება  მთლიანად  ჩემს  საქმიანობას  ეხებოდა  და ,,ქაფირი’’ მიწოდეს. მათი აზრით  ხალხს ვუბიძგებ  მძიმე  ცოდვებისკენ  და  ჩემი  შეჩერება  უკვე  აუცილებელი.

მათ უნდათ რომ ჩემი  ცხოვრება  გახადონ აუტანელი.  ჩემი ძმა მანსური,  ორი დღის წინ გამოუშვეს  რელიგიური  სკოლიდან,  რომელიც  საღამოს  საათებში  მეჩეთში  ბავშვებს  ყურანს  ასწავლის.   როგორც ჩემი ძმისგან გავიგე ბავშვები  სულ  ეჩხუბებოდა და როგორც  მტერს  ისე  ექცევიან. ამ  ყველაფრის  ფონზე  მას აქვს მძიმე სტრესი და ფსიქოლოგიური  პრობლემები.

სულ 1 კვირის წინ ერთ  საღამოს   მანქანა  გარეთ სახლის  გვერდით  დამრჩა  და  შუაღამისას  მეზობის  ძახილმა  გამაღვიძა, რომ  გავედი  გარეთ  ჩემი მანქანა  მთლიანად  იყო  დამწვარი..  პოლიციაში  დავრეკე  და  ამოვიდნენ.  გამოძიებაც  დაიწყეს  და  გამოკითხვაზე,  რომ  ჩამიყვანეს  ისინი  გამოძიების სანაცვლოდ მთხოვენ თავი  დავანებო   პოლიტიკურ  საქმიანობას.  უნდათ რომ გავხდე მათი  ინფორმატორი  და    პარტიულ აქტივობებზე  მოვახსენო   პოლიციის  უფროსს,  რაზეც  დღეს ხმამარლა ვაცხადებ ასე საჯაროდ ჩემთან მუქარები არ გაგივათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close