დღის ამბები

ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი საქართველოში მუსლიმ ღანიშაშვილი

ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი საქართველოში მუსლიმ ღანიშაშვილი

მუსლიმ რატომ აირჩიე გირჩი ?

სკოლაში  სწავლის  პერიოდიდანვე  უამრავ  ტრენინგებს  ვესწრებოდი.  პანკისის ხეობაში წლებია,  ახალგაზრდებისთვის  არის  საგანმანათლებლო პროგრამები  და  ისინი ატარებენ  ძალიან  საინტერესო  ტრენინგებს  ყველა  სოფლის ბავშვებთან.

ძალიან  მომწონდა  სხვა  აქტიური  ახალგაზრდებთან  ერთად ჩართული  ვყოფილიყავი  ჩემი  ხეობის  განვითარების  პროცესში მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა  პროცესებში.

სტუდენტობის  პერიოდში  ერთ ერთი შეხვედრაზე გავიცანი პოლიტიკური პარტია ,,გირჩის’’  წარმომადგენლები  და შემდეგ  დავმეგობრდი მათთან.   ასევე გავწევრიანდი პარტიაში.  თბილისში  წასვლის  პერიოდში ჩვენი პარტიის  ახალგაზრდული გუნდთან  ერთად  ვატარებდით სხვადასხვა ღონისძიებებს.  ხშირად  ვიღებდი  ასევე  მონაწილეობას საპროტესტო მიტინგებშიც. პანკისის  ხეობიდან  ჩემი  მეგობრები  და  ნათესავები, გავაწევრიანე  რამოდენიმე  ახალგაზრდაც,  დღეს   პანკისის  ხეობაში ვარ გირჩის  ოფიციალური  წარმომადგენელი

თუმცა შენ ასევე ხარ გირჩის მღვდელიც.  

როგორც იცით გირჩის პარტიას აქვს  ასევე ე.წ. რელიგიური  მიმდევრობა, სადაც  ადამიანები  გაწევრიანების  მერე  ოფიციალურად ხდებიან გირჩის  სასულიერო პირები ანუ მამაოები აღნიშნულის  შემთხვევაში, ახალგაზრდებს  აღარ უწევთ  სავალდებულო  სამხედრო სამსახურში   წასვლა და ეს ძალიან მიმზიდველი  არის  ქართველი ახალგაზრდებისთვის,  რადგან  ყველამ ვიცით რომ ჯარში  პირობები  ძალიან ცუდია.

როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას პანკისში ?

პანკისის  ხეობაში,  სადაც მოსახლეობის 99% ეთნიკურად  ჩეჩნები ვცხოვრობთ ძალიან  არ  მოსწონთ ჩვენი  მანდ  გაწევრიანება.  მე ერთხელ დამიბარეს კიდეც   დუისის  ცენტრალურ  მეჩეთში, სადაც ყველა  სოფლის იმამი და სხვა  რელიგიური ლიდერებიც  ესწრებოდნენ. მათ  კატეგორიულად  მომთხოვეს,  რომ  შორს  დამეჭირა  თავი  აღნიშნული  ადამიანებისგან,  რათა მათი  განმარტებით  მე  ჩავდიოდი  ძალიან მძიმე ცოდვას (,,ქუფრი’’ ისლამის რელიგიიდან ადამიანის გაყვანა) ინის ფიქრობენ რომ ჩემს  მეგობრებს  ვინც  ჩემთან  ერთად იყო  გაწევრიანებული მათაც  ვაყენებ  მცდარ  გზაზე.   მე,  ვცდილობ რომ აუხსნა   რომ  ეს  არის  ჩემი  ნება  სურვილი  და სამსახურიც . მე  კი  არ  ვაიძულებ,  არამედ თავისი  ნებით  დადიაინ ისინი ჩვენს ორგანიზაციაში .

-დაგემუქრნენ ?

-მეჩეთიდან მთელი საყვედურებით, გაფრთხილებით  და  მუქარებით გამომიშვეს თუმცა,  მე ჩვეულებრივ  ვაგრძელებ   ჩემი  სამსახურს

და ბოლოს გადაწყვიტე რომ იყარო  კენჭი საკრებულოს დეპუტატობისთვის როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას ხეობა ?

პრობლემები  დაიწყო,  როდესაც  მე  გადავწყვიტე  ადგილობრივი  არჩევნებში  მივიღო  მონაწილეობა.   ჩვენთან  ზოგადად,  ყოველთვის მმართველი პარტიის  კანდიდატურა  იმარჯვებდს, შემდეგ 4 წელი  ფაქტიურად  არაფრის  კეთებით  არიან  დაკავებული.  პანკისში  მოსახლეობაც  საკმაოდ  პასიურია  და შესაბამისად ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოებში  ჩართულებიც  არ  არიან.

ამიტომ ვცდილობ,  საკრებუილოში  შესვლით  მოსახლეობის  ყოფა  ცოტათი  მაინც  გავაუმჯობესო,  რათა  სოფლებში  არსებულ  პრობლემები  სააშკარაოზე  გამოვიტანო  და  ახმეტის მერიაც  იძულებული  გავხადო მოაგვარონ   ხალხის  ძირითადი პრობლემები

რა პრობლემები აქვს ახლა პანკისი ხეობას ?

-სასმელი წაყალი; სანიაღვრე  არხები;  არ არსებული  ახალგაზრდული  სივრცეები; სპორტული მოედნები  და  სხვა მრავალი

– ახლა როგორ მიდის საარჩევნო კამპანია ?

-საარჩევნო  კამპანია  საკმაოდ  აქტიურად  დავიწყე  და  ბევრი  ახალგაზრდა  მიდგა  გვერდში.

ხო არ გაქვს ოპონენტებისგან ზეწოლა ?

ადგილობრივმა  ქართული ოცნების  წევრებმა,  რომ  დაინახეს  ბევრი  ადამიანი  მიჭერს  მხარს,  მათ  ეს  ყველაფერი  განაცხადეს  უფროსობასთან . ზეწოლას  და  მუქარებს ცდილობენ მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ამ არჩევნებში გავიმარჯვოთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close