დღის ამბები

ღარიბი ბიჭის ისტორია, რომელიც ფეხსაცმელზე ოცნებობდა – როგორ გახდა Salvatore Ferragamo მსოფლიო ბრენდი

ღარიბი ბიჭის ისტორია, რომელიც ფეხსაცმელზე ოცნებობდა - როგორ გახდა Salvatore Ferragamo მსოფლიო ბრენდი

სალვატორ ფერაგამოს ისტორია იტალიაში, ბონიტოში იწყება. ის მრავალშვილიან ოჯახში, თოთხმეტ და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი არ არის ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული, თუ რისი კეთება სურს, ფერაგამომ ბავშვობიდანვე იცოდა, რომ სურდა ფეხსაცმლის მკერავი გამხდარიყო. ახალგაზრდა ბიჭი ყოველდღიურად სტუმრობდა ადგილობრივ ხელოსანს, რათა ხელობა ესწავლა. საათობით იჯდა და უყურებდა ფეხსაცმლის შექმნის პროცესს.

როდესაც წამოიზარდა და ფეხსაცმლის შექმნის ხელოვნება სრულყოფილად ისწავლა, ფერაგამო საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, რათა დიდებულ ქვეყანაში დაემკვიდრებინა თავისი ბრენდი. ბევრი სირთულის მიუხედავად, მან ეს შეძლო და ჰოლივუდში პოპულარულიც გახდა – სხვადასხვა კინოპროექტისთვის ფეხსაცმლის შექმნა სწორედ მის ბრენდს დაევალა.

დღეს Salvatore Ferragamo, მაღალი დონის ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი დეტალური ოსტატობითა და ფეხსაცმლის შექმნის ინოვაციებით, 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მოდი ვნახოთ, როგორ დაიწყო Ferragamo -მ და როგორ გახდა მაღალი დონის ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით.

1898 წელს დაბადებული სალვატორ ფერაგამო მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. მისი მშობლები საარსებო წყაროს მოსაპოვებლად მინდორში მუშაობდნენ. როდესაც წამოიზარდნენ, უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად, მისი ბევრი და-ძმა საცხოვრებლად იტალიიდან ამერიკაში გადავიდა.

რაც ფერაგამოს ყველაზე ცუდად დაამახსოვრდა, იყო ის, რომ მისი დის პირველი ზიარების დროს ოჯახს ფეხსაცმლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. როგორც Instyle წერს, სწორედ მაშინ დაამზადა 9 წლის ფერაგამომ პირველი ფეხსაცმელი ოჯახისთვის.

როდესაც ახალგაზრდა ფეხსაცმლის მკერავს 17 წელი შეუსრულდა, საცხოვრებლად და ბიზნესის დასაწყებად შეერთებულ შტატებში გადავიდა. სწორედ იქ დაამზადა კოვბოის ჩექმების პირველი შეკვეთა ფილმისთვის. დროთა განმავლობაში ბრენდი Salvatore Ferragamo ჰოლივუდში ცნობილი გახდა. მან შექმნა მრავალი საკულტო ფეხსაცმელი ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის, როგორებიცაა სოფი ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო და ჯუდი გარლანდის საკულტო ლალის ფეხსაცმელიც კი ოზის ჯადოქარში. .

სილამაზე და ინოვაცია

თავისი პირველი მაღაზია ფერაგამომ 1926 წელს გახსნა. მდიდარი კლიენტებისთვის ფეხსაცმლის დამზადებასთან ერთად, მას ასევე სურდა ექსპერიმენტები ჩაეტარებინა. სწორედ ამიტომ გახსნა Ferra-Gamo Incorporated და ფეხსაცმლის წარმოება იტალიაში, ფლორენციაში გადაიტანა.

ექსკლუზიური ფეხსაცმლის კოლექციის შექმნის დროს 1937 წელს, ფერაგამომ გამოიგონა ქუსლი. მისი ნამუშევარი ფლორენციაში, მდებარე სალონ Palazzo Altoviti Sangalletti-ში იყო ხელმისაწვდომი.

ომის დროს, ქუსლის შესაქმნელად მასალების დეფიციტი იყო, სწორედ აქ გამოიყენა ახალგაზრდა დიზაინერმა მისი შემოქმედებითობა და ფეხსაცმლის ქუსლი თექას, კანაფისა და თევზის ტყავისგან დაამზადა.

1946 წელს ბრენდმა საბავშვო ფეხსაცმლის შექმნა დაიწყო და ნიუ-იორკში პირველი საერთაშორისო მაღაზია გახსნა.

1960 წელს სალვატორ ფერაგამომო გარდაიცვალა, ბიზნესის სათავეში მისი მეუღლე და ორი ქალიშვილი ჩაუდგნენ.

ახალი ხელმძღვანელობით ბრენდმა განაგრძო ზრდა და გაფართოვდა მოდის სხვადასხვა სპექტრში. დაიწყეს საათების, სათვალეების და მზა ტანსაცმლის წარმოება.

1961 წელს გამოვიდა პირველი სუნამო Gilio, ხოლო ათწლეულის შემდეგ ბრენდმა გამოუშვა თავისი შარფები.

1980-იან წლებში Salvatore Ferragamo-მ გახსნა ფლაგმანი მაღაზიები მთელ მსოფლიოში ცნობილ ქვეყნებსა და რეგიონებში, მათ შორის იაპონიაში, ჩინეთში, ინდოეთში, მექსიკასა და ახლო აღმოსავლეთში. 2011 წელი მილანის საფონდო ბირჟაზე ოფიციალურად წარსდგა.

როგორც Reuters წერს, 2020 წლის პანდემიამ ბრენდის გაყიდვები შეამცირა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდვები 31.4%-ით გაიზარდა და 2021 წელს მოგებამ 1.27 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close