სამართალი

პანკისში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სასამართლო განახლდა

პანკისში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში განახლდა.

პროცესზე დაცვის მხარემ გარკვეული სახის წერილობითი და ნივთიერი მასალების ჩათვლით მტკიცებულების უდაოდ ცმობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლე დაეთანხმა .

მომავალო სხდომა 25 თებერვალს, 14:00 საათზე მოწმეთა გამოკითხით გაგრძელდება.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ორ გვარს შორის დაპირისპირების დროს 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, დაიჭრა კონფლიქტის მონაწილე სამი ადამიანი.

მომხდარის მიზეზად ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის პირადი კონფლიქტი სახელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close