ეკონომიკა

“სილქნეტი” ულიმიტო მობილურ ინტერნეტს აძვირებს

“სილქნეტი” ულიმიტო მობილურ ინტერნეტს აძვირებს

0

“სილქნეტი” ულიმიტო მობილური ინტერნეტის ტარიფებს ზრდის – ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციის მიხედვით, 27 ივლისიდან აბონენტებს ულიმიტო პაკეტების შეძენა გაუძვირდებათ.

სატარიფო ცვლილებები ასე ნაწილდება:

● ერთდღიანი ულიმიტო – ამჟამად არსებული ფასი 1.5 ლარი, 27 ივლისიდან 2 ლარი;
● ხუთდღიანი ულიმიტო – ამჟამად არსებული ფასი 6 ლარი, 27 ივლისიდან 7 ლარი;
● 30-დღიანი ულიმიტო – ამჟამად არსებული ფასი 30 ლარი, 27 ივლისიდან 32 ლარი.

მიმდინარე წლის მარტში “მაგთიმ” ულიმიტო ინტერნეტ ტარიფების გადახედვის შესახებ გაამოაქვეყნა ინფორმაცია, თუმცა ამჟამად კომპანია ამ ტარიფებს აქციის პირობებში კვლავ ძველ ფასად ყიდის. საუბარია დღე-ღამის ინტერნეტ პაკეტზე, რომელიც აქციის პირობებში 1.5 ლარი ღირს, თუმცა მისი ფასი აქციის გარეშე 2 ლარია, ასევე 7-დღიან პაკეტზე, რომელიც აქციის პირობებში 7 ლარი ღირს, თუმცა აქციის გარეშე 9 ლარი ღირს, ასევე 30-დღიან პაკეტზე, რომელიც აქციის ფარგლებში 30 ლარი ღირს, აქციის გარეშე კი 32 ლარი.

მობილურ ოპერატორებს საკუთარი სერვისების ფასდადების ცვლილება 2021 წლის 1 ივლისიდან შეუძლიათ, რადგანაც კომუნიკაციების კომისიამ “სატარიფო მოქნილობის” დაბრუნების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. იქამდე თითქმის ორი წლის განმავლობაში კომპანიებს ტარიფების ცვლილება მარეგულირებლის თანხმობის გარეშე არ შეეძლოთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close