სპორტი

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.

რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. გაფართოებულ რაზმში არ არიან, თუმცა მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში გუნდთან ერთად მოემზადებიან პერსპექტიული მოთამაშეები – მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და 9 ნომერი მიხეილ ალანია.

დაგეგმარება და მზადება შეკრებისთვის

ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბი შეკრებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, რათა შეკრებას გუნდი საუკეთესო ფორმაში და მზად შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ

კლუბებში მოთამაშე მორაგბეები, ნაკრების ბირთვის ადგილობრივი ჯგუფი პერიოდულად იკრიბებოდა “შევარდენზე” და გეგმიურ ვარჯიშებს გადიოდა, ხოლო ლეგიონერებს ამ ეტაპზე სავალდებულო დასვენების პერიოდი აქვთ.

გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასამდე

მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, “ბორჯღალოსნები” სამ საკონტროლო თამაშს გამართავს, აქედან ორი თბილისში შედგება და დროის ზუსტად იმ შუალედით, როგორიც მსოფლიო თასზე იქნება.

“თიბისი რაგბის სერიების” ეგიდით, 27 აგვისტოს “მიხეილ მესხზე” რუსეთის, ხოლო 31 აგვისტოს “დინამო არენაზე” შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც პირველი თიერ 1 ნაკრებია, ვინც საქართველოში ჩამოდის. მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 6 სექტემბერს სტუმრად, შოტლანდიასთან “მარიფილდზე” გვექნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close