განტვირთვაგანტვირთვა

ნახეთ როგორ “გაახმოვანეს” ელდარ შენგელაიას შერეკილებმა ჰაიაო მიაძაკის ანიმე

ნახეთ როგორ "გაახმოვანეს" ელდარ შენგელაიას შერეკილებმა ჰაიაო მიაძაკის ანიმე

0

Facebook ჯგუფში Shengelaia Posting 1121 ელდარ შენგელაიას გულშემატკივრები ქართველი რეჟისორის შემოქმედებას ხშირად განიხილავენ და ერთმანეთს სახალისო პარალელებსაც სთავაზობენ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, მარიამ ნინიძემ ჯგუფის წევრებს ძალიან საინტერესო ვიდეო გაუზიარა, რომელშიც ლეგენდარული იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის ანიმეს, სახელად The Wind Rises ნაწყვეტი ფილმიდან შერეკილები შეუსაბამა.

ვიდეოში ჰაიაო მიაძაკის ანიმეს პერსონაჟების თავგადასავალს მონოლოგი შერეკილებიდან საოცარი სიზუსტით აქვს შერჩეული. თუ აქამდე არც ერთი ნამუშევარი არ გინახავთ, შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, რომ საქმე ორი შედევრის შერწყმასთან გვაქვს.

“ელდარ შენგელაიას ფილმებსა და ჰაიაო მიაძაკის ანიმეებზე გავიზარდე. ბავშვობაზე როდესაც ვფიქრობ, სულ მათი ნამუშევრები მახსენდება ,რომლებიც ყოველდღიურ რუტინულ ყოფას გვავიწყებენ და გვახსენებენ, რომ არსებობს რაღაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ამაღლებული, რისთვისაც ღირს ცხოვრება. გადავწყვიტე, ჩემი ორი დიადი “სენსეი” ერთმანეთს დამეკავშირებინა და რაღაც ისეთი შემექმნა, რაც ცოტა ხნით ნეგატივისგან მოგვწყვეტდა, თუმცა არ მეგონა, რომ ხალხის მხრიდან ამხელა გამოხმაურება ექნებოდა”, — ამბობს მარიამ ნინიძე.

ყველასათვის საყვარელი შერეკილები 1974 წელს გამოვიდა, The Wind Rises კი ჰაიაო მიაძაკიმ 2013 წელს შექმნა. როგორც ჩანს, სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქისა და სფეროს წარმომადგენლების განსხვავებულ ნამუშევრებს შორისაც კი შეიძლება საერთოს პოვნა მაშინ, როცა საქმე სიყვარულს ეხება, პროექტზე კი კარგი წარმოსახვის უნარის მქონე დაკვირვებული მაყურებელი მუშაობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close