დღის ამბებიპოლიტიკა

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

„მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონების კვლევა ჩაატარა. 

„ეს არის საბაზრო ღირებულებება იმ  ქონების, რომელსაც დეპუტატები ფლობენ, ცდომილება მაქსიმუმ შეიძლება 10%. უმრავლესობამ თანხა თავად მიუთითა, მაგრამ ვისაც არ აქვს მითითებული, ის საბაზრო ღირებულებით გამოვითვალეთ. ვიღაცებს გონივრულ ფასზე ნაკლები ეწერა ფასი. მაგალითად, ფალიაშვილზე 100$ ხომ ვერ იყიდი ბინას, ვიღაცებს ასეც ეწერათ“ აცხადებს კვლევის თანავტორი ლევან ხაბეიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე არის დეკლარირებული მილიონერი. აქედან კახეთის ორი მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი 1.922 400  ლარის ქონების მეპატრონეა ხოლო ახმეტა თელავის მაჟორტარი გელა სამხარაული 1 550 680 ლარის ქონებას ფლობს

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close