თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

Views: 32 თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა. ვრცლად/More »

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

Views: 696 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .  ვრცლად/More »

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

Views: 187 „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონების კვლევა ჩაატარა.  ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

Views: 134 ირმა ინაშვილი – “ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო. ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

Views: 133 საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიცე სპკერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ირგვლივ არსებულ  მდგომარეობას გამოეხმაურა “მე არა ვარ ჰესების მოწინააღმდეგე, მაგრამ რომც ვიყო, ეს დანაშაული არ არის, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას და ვრცლად/More »

აფხაზეთი 90 იანი წლებიდან ვერ გამოვიდან

აფხაზეთი 90 იანი წლებიდან ვერ გამოვიდან

Views: 128 რამ­დე­ნი­მე დღეა აფხა­ზეთ­ში 2002 წელს და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას ეძე­ბენ. ქსე­ნია ვო­რო­ბე­ვა მე-9 კლა­სე­ლია. ის მიმ­დი­ნა­რე წლის 18 დე­კემ­ბრის დი­ლას გა­ვი­და სახ­ლი­დან და დღემ­დე არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მას ლურ­ჯი ფე­რის ვრცლად/More »

როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში?

როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში?

Views: 100 ასობით მილიონი ადამიანი ახალ წელს სულაც არ აღნიშნავს 31 დეკემბრის ღამეს და მათ განსხვავებული ტრადიციებიც გააჩნიათ.მათთვის 31 დეკემბერი ერთი ჩვეულებრივი კალენდარული დღეა. ქვემოთ წარმოგიდგენთ როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს ვრცლად/More »

დღეს ზამთრის ბუნიობაა – ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე

დღეს ზამთრის ბუნიობაა – ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე

Views: 173 ზამთრის ბუნიობა ყოველწლიურად 21 დეკემბერს ხდება და ის მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა.ამ დროს მზე უკიდურესად სამხრეთისაკენ იხრება 23, 5 გრადუსით.სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ჩრდილოეთ პოლუსი ამ დროს 23, 5 გრადუსით შორსაა ვრცლად/More »

დაასახელოთ  ლეგიტიმური უფლება რის გამოც, მოქალაქეებს კარვების დადგმის საშუალება არ მიეცით- გელა სამხარაული

დაასახელოთ ლეგიტიმური უფლება რის გამოც, მოქალაქეებს კარვების დადგმის საშუალება არ მიეცით- გელა სამხარაული

Views: 338 „გასული თვეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა საპროტესო აქციები და ხშირი იყო შემთხვევა როცა აქციის მონაწილეებს სურდათ კარვების დადგმა. ვრცლად/More »

კომერციული ბანკების მოგება 41 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 41 მლნ ლარით გაიზარდა

Views: 116 2018 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 89,859 მლნ ლარი შეადგინა, რაც 41,738 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვრცლად/More »

 

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიცე სპკერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ირგვლივ არსებულ  მდგომარეობას გამოეხმაურა

“მე არა ვარ ჰესების მოწინააღმდეგე, მაგრამ რომც ვიყო, ეს დანაშაული არ არის, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას და ხედვას ჰესებთან მიმართებაში საერთოდ არა აქვს კავშირი ან მტრობასთან, ან მავნებლობასთან. მითუმეტეს, ღალატთან. მე ქარისა და მზის ელექტროსადგურების აშენებას ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ, ვიმეორებ, არ ვმტრობ ჰესების მშენებლობას იქ, სადაც ჰესი საფრთხეს არ უქმნის გარემოს, მოსახლეობას.

ახლა, გავიხსენოთ, რა გამოცდილება გვაქვს ჰესების გარშემო. ძირითადად, კერძო კომპანიები ვერ ახერხებენ ჩვენს დარწმუნებას, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე ჰესის აშენება არ აზიანებს სასმელ წყალს, მდინარეს, მის სანაპიროს და ა.შ. ანუ კომპანიებს ან საერთოდ არა აქვთ გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები გააზრებულ- წარმოდგენილი, ან რაც წარმოდგენილია, ის აცდენილია რეალობას, ამიტომ ერთ- ერთი მიზეზი ჰესებისადმი მოსახლეობის ფრთხილი დამოკიდებულებისა უნდა ვეძებოთ კომპანიების პოლიტიკაში და არა მოსახლეობაში!

პანკისის ხეობის მოსახლეობა მთელი წელია საუბრობს მესამე ჰესზე, რომელიც (ადგილობრივების განცხადებით) საფრთხეს უქმნის სასმელ წყალს, მდინარე ალაზანს, მოსახლეობა ჰკარგავს საძოვრების ზოლს. ვფიქრობ, ერთი წელი საკმარისი დრო იყო კერძო კომპანიისთვისაც და ხელისუფლების სათანადო სტრუქტურებისთვისაც, რომ: ა) დაერწმუნებინათ ხალხი,- ჰესი არ დაანგრევს ადგილობრივ ლანდშაფტს;
ბ) წარმოედგინათ კომპეტენტური დასკვნა, რა ზემოქმედება ექნება გარემოზე ამ კონკრეტულ ჰესს;
გ) ცალ-ცალკე კი არ დაებარებინათ ხეობის მცხოვრებნი თელავსა და ახმეტაში, არამედ დაეგეგმათ განხილვები, ჩაეტარებინათ გამოკითხვა. ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ეს ყველაფერი გააკეთა. იგივეს ამტკიცებს კერძო კომპანია. პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა. რეალურად არც განხილვა ჩატარებულა, არც მოსახლეობასთან უმუშავია ვინმეს, რომ მისი აზრი შეესწავლა და გაეთვალისწინებინა, ამიტომ აქ პანკისის მოსახლეობა მართალია!!!

სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად და რატომ ეჩქარებოდა კომპანიას, რომ ჯერ დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და შემდეგ, მაინც და მაინც ბზობის დღესასწაულზე მშენებლობის დაწყება გადაწყვიტა. მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებას სწორედ კომპანიის ამ უგუნურმა გადაწყვეტილებამ მისცა ბიძგი. მითუმეტეს, იყო პირობა, რომ მშენებლობა არ დაიწყებოდა, ვიდრე არ იქნებოდა საკითხი განხილული მოსახლეობასთან. პანკისელები აქაც მოატყუეს!

მერე მოხდა ის, რაც მოხდა! და თავად პანკისის მოსახლეობაც წუხს იმის გამო, რომ იყო ქვების სროლა, დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაზიანდნენ პოლიციელები. ყველას ესმის, რომ ეს ქმედება არც მოსაწონია, არც მხარდასაჭერი, არც წასახალისებელი. ისიც უნდა ითქვას, რომ არც პანკისის და არც რომელიმე სხვა ხეობის, თუ რეგიონის მოსახლეობასთან საუბარს, საერთო ენის გამოძებნას რეზინის ტყვია უნდა სჭირდებოდეს. რეზინის ტყვიებამდე, ქვების სროლამდე საქმე არ უნდა მივიდეს. ეს ხელისუფლების ამოცანა და პასუხისმგებლობაა!

ახლა შესაძლო დაჭერებზე. ვფიქრობ, ეს იქნება მორიგი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან. პანკისში არც კრიმინალური და არც პოლიტიკური დაპირისპირება არ მომხდარა, ხალხი ხეობის ბუნების დასაცავად გამოვიდა, ამიტომ მე რომ ხელისუფლება ვიყო, არავითარი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხის წამოწევაზე არ ვიფიქრებდი. სირბილეს, ლმობიერებას, გონივრულობას გამოვიჩენდი. პოლიციასა და მოსახლეობას შევახვედრებდი, ჩავახუტებდი და ვითარებას დავამშვიდებდი. შემდეგ ჩავატარებდი გამოკითხვას, ერთგვარ რეფერენდუმს და თუ ხალხი მხარს არ დაუჭერდა, იმ ადგილზე ჰესს აღარ ავაშენებდი. კომპანიას სხვა ადგილის შერჩევას შევთავაზებდი.“

Facebook Comments