სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Views: 51 ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბეჟანიშვილის ვრცლად/More »

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

Views: 50 “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. ვრცლად/More »

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Views: 57 სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა. ადგილობრივები მომხდარს ვრცლად/More »

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

Views: 49 აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად ირანს განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები თავდასხმებს გაძლიერებული ძალებით უპასუხებს, რაც ზოგიერთ სფეროში სრული განადგურება იქნება. “ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ვრცლად/More »

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

Views: 58 “პირველი რადიოს” ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვრცლად/More »

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

Views: 65 თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა. ვრცლად/More »

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

Views: 764 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .  ვრცლად/More »

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

Views: 247 „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონების კვლევა ჩაატარა.  ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

Views: 193 ირმა ინაშვილი – “ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო. ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

Views: 183 საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიცე სპკერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ირგვლივ არსებულ  მდგომარეობას გამოეხმაურა “მე არა ვარ ჰესების მოწინააღმდეგე, მაგრამ რომც ვიყო, ეს დანაშაული არ არის, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას და ვრცლად/More »

 

საწვავი კიდევ გაძვირდა

მიმდინარე თვეში საწვავი კვლავ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე 2-7 თეთრით არის დაკორექტირებული.

მათ შორის, 28 სექტემბრიდან გაძვირდა დიზელი „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე. კერძოდ, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.57 ლარია, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით, მისი ფასი 2.55 ლარი იყო; 28 სექტემბერთან შედარებით, 2 თეთრით არის გაძვირებული „G-Force ევრო რეგულარი“ და 2.47 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი 2.39 ლარიდან 2.41 ლარამდე გაიზარდა; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.63 ლარია, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით,
2.61 ლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი არ შეცვლილა და კვლავ 2.54 და 2.62 ლარი ღირს.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, „დიზელ ენერჯის“ ფასი – 2.56 ლარს შეადგენს, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით, 2.52 ლარი იყო; ; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი კი 4 თეთრით არის გაზრდილი და 2.66 ლარია. სხვა ტიპის საწვავის ფასი კი „ვისოლის“სადგურებზე არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, „ეკოპრემიუმის“ ღირებულება 2.60 ლარია; 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ – 2.52 ლარი; „ეკო სუპერი “ კი – 2.68 ლარი ღირს.

„ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2 თეთრით არის გაძვირებული „პრემიუმ ავანგარდი“ და 2.47 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.34 ლარი ღირს, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით, მისი ფასი 2.32 ლარი იყო; „ევრო დიზელის“ ფასმა 5 თეთრით მოიმატა და 2.50 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.57 ლარია, მაშინ როცა 28 სექტემბერს მისი ფასი 2.55 ლარი იყო.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 27 სექტემბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 2.55 ლარი იყო, დღეს კი მისი ღირებულება 2.57 ლარია; 2-2 თეთრით არის გაძვირებული 1 ლიტრი „რეგულარი“ და სუპერის ტიპის საწვავი და შესაბამისად, 2.47 ლარი და 2.67 ლარი ღირს; ხოლო „ევრო დიზელისა“ და დიზელის ფასი 7 თეთრით არის გაზრდილი და 2.62 და 2.52 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, „efix ევრო დიზელის“ ფასი დღეის მდგომარეობით, 2.60 ლარია, მაშინ როცა 28 სექტემბრის მდგომარეობით 2.57 ლარი იყო; 1 ლიტრი „ევრო დიზელი” კი 4 თეთრით გაძვირდა და 2.54 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავი, მათი ფასი არ შეცვლილა და დღეის მდგომარეობით, „ევრო პრემიუმი“ – 2.60 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.50 ლარი; ხოლო „სუპერი“ 2.68 ლარი ღირს.

Facebook Comments