დღის ამბები

რა შემთხვევაში დაწესდება დამატებითი შეზღუდვები? – სამინისტრო

რა შემთხვევაში დაწესდება დამატებითი შეზღუდვები? - სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული.

როგორც გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს შესაძლებლობა, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში.

„მომდევნო კვირებში ჩატარდება ანალიზი და ამის შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ მობილობის შეზღუდვის მიზნით სხვა ტიპის შეზღუდვაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close