დღის ამბები

მკვდარი ცხენი და დაზიანებული ავტომობილები – ავარია ახმეტაში

მკვდარი ცხენი და დაზიანებული ავტომობილები - ავარია ახმეტაში

ახმეტა დუისის გზაზე, პანკისის ხეობის შესასვლელში ავტომანქანა ცხენის ურმს დაეჯახა.

შეჯახებამ გზაზე მოძრავი ავტომანქანაც დააზიანა. შეჯახების შედეგად ცხენი მოკვდა. ავტომაქანებში მყოფი პირები არ დაშავებულან.

თუმცა მძიმე დაზაინებით ურემზე მყოფი ცხენის მეპატრონე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცხენის პატრონი კი, იმის გამო, რომ ცხოველი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილდებოდა, სამართლებრივად  დაჯარმდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close