იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა

იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა

Views: 622 იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა ვრცლად/More »

ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

Views: 15 დედოფლისწყაროში მომუშავე ნავთობკომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-ს ყოფილი 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კომპანიამ გაათავისუფლა. „მთელი ეს პერიოდი, ვრცლად/More »

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ, მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ, მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა

Views: 54 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე  პროფესორ თენაგიზ სიმაშვილისა და მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება განხილეს , რომელიც ე.წ. „გიგოს გორაზე“ რეპრესირებულთა მომრიალური პარკის ვრცლად/More »

მალხაზ მელქუაშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან

მალხაზ მელქუაშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან

Views: 103 ,,ცალკე საკითხია მოგვწონს თუ არ მოგვწონს მალხაზ მელქუაშვილი და მისი პროექტი “ახალი თაობა ” მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა რომ დღეს მას ემუქრებიან პანკისელები ლიკვიდაციით და ის და მისი ოჯახის სიცოცხლე საფრთხეშია ვრცლად/More »

ბაგა ბაღების აღსაზრდელებისათვის გამოცხადებული ხორც პროდუქტების ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალა

ბაგა ბაღების აღსაზრდელებისათვის გამოცხადებული ხორც პროდუქტების ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალა

Views: 76 ბაგა ბაღების აღსაზრდელებისათვის გამოცხადებული ხორც პროდუქტების ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალა ვრცლად/More »

თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ

თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ

Views: 947 თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას  სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ვრცლად/More »

2020 წელს, ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუტქების შეძენას ითვალისწინებდა ჩავარდა

2020 წელს, ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუტქების შეძენას ითვალისწინებდა ჩავარდა

Views: 164 2020 წელს, ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუტქების შეძენას ითვალისწინებდა ჩავარდა. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა “მთავარი ამბები კახეთთან” განმარტა : -საბავშვო ბაგა-ბაღების ხორცპროდუქტებისათვის ტენდერი 2019 წლის 22 დეკემბერს ვრცლად/More »

გრიპის ვირუსის მორიგი მსხვერპლი – ზუგდიდში 22 წლის გოგო დაღუპა

გრიპის ვირუსის მორიგი მსხვერპლი – ზუგდიდში 22 წლის გოგო დაღუპა

Views: 30 ზუგდიდში 22 წლის გოგო გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას დაღუპვა ვირუსულ ინფექციას უკევშირდება. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წყარო: newposts.ge ვრცლად/More »

5 839 ავარია და 481 გარდაცვლილი ერთ წელში

5 839 ავარია და 481 გარდაცვლილი ერთ წელში

Views: 40 საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა – ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. ვრცლად/More »

თელავში, საჯარო ლექცია თემაზე „პირადი საზღვრების დაცვა“გაიმართა

თელავში, საჯარო ლექცია თემაზე „პირადი საზღვრების დაცვა“გაიმართა

Views: 120 „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“, თელავის ოფისში, საჯარო ლექცია თემაზე „პირადი საზღვრების დაცვა“გაიმართა, რომელსაც  სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, ფსიქოლოგი მაკა ინანაშვილი გაუძღვა. ვრცლად/More »

 

„ ორიენტირებულები ვართ პაციენტებზე და არა კომერციაზე“ -ალექსანდრე ხუმარაშვილი

როდესაც დალაი ლამას კითხეს თუ რა აოცებდა მას ყველაზე მეტად მან უპასუხა:
– ადამიანი!
ის სწირავს თავის ჯანმრთელობას რომ გამოიმუშავოს ფული,
შემდეგ ის სწირავს ფულს რათა დაიბრუნოს ჯანმრთელობა.
მას ისე ანაღვლებს მომავალი, რომ აწმყოსგან სიამოვნებას ვერ ღებულობს,
ის ცხოვრობს ისე თითქოს არასოდეს მოკვდება
და ბოლოს ის კვდება ისე თითქოს არასოდეს უცხოვრია…

უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია თელავის ცენტრალური საავადმყოფო ერთ–ერთი მულტიპროფილური ჰოსპიტალია კახეთის რეგიონის მასშტაბით, სადაც უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე ურთულესი ოპერაციები ტარდება. სტაციონარში უწყვეტად ფუნქციონირებს დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სხვა სამედიცინო სერვისები. სამედიცინო დაწესებულება უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი მიმართულებით და პაციენტების მკურნალობას ადგილობრივ ექიმებთან ერთად თბილისიდან მოწვეული სპეციალისტებიც ახორციელებენ.
საავადმყოფოს ზოგად ქირურგიის განყოფილებაში კეთდება როგორც გეგმიური, ასევე მწვავე, მათ შორის, ჩიყვის ოპერაციები. ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის ალექსი ხუმარაშვილი ამბობს, რომ ლიგაშუმა მეთოდმა საოპერაციო დროც შეამცირა და პაციენტთა ჯანმრთელობის დონეც გაზარდა

-XXI საუკუნეში ჯანმრთელობის მხრივ ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პროფილით ნაღვლის ბუშტი,თიაქრები,მწვავე მუცელი და განსაკუთრებულად კი ჩიყვი აღინიშნება. თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა პანკრეატიტების შემთხვევა, რაც ცხოვრების სტილთან და კვებით რეჟიმზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას წლების მანძილზე ვერ აქცევენ ყურადღებას, და უკვე გართულებული ჯანმრთელობით მოდან სტაციონარში. ამიტომ მათთვის ქირურგიული ჩარევა აუცილებელი და გადაუდებელია. ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ, რაც უფრო მეტად ვწევთ შემდეგი დღისათვის ოპერაციის გაკეთებას, მით უფრო მეტად ვავნებთ ჯანმრთელობას და ჩვენს ორგანიზმს პირდაპირ, სტრესის წინაშე ვაყენებთ.
-პანკრეატიტის პრობლემას გამომწვევი მიზეზები უფრო რა არის ?
-პანკრეატიტის გამომწვევი მიზეზები რამდენიმე არსებობს. ძირითადად არის კვებითი რეჟიმი, ცხოვრების სტილი და სტრესი. ასევე მიზეზია დიდი რაოდენობით ცხიმის და ალკოჰოლის მიღებაც.
-როგორ გამოვლინდება ?
– ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები,ძირითადად ლაბორატორიული კვლევა გვაძლევს პასუხს რა სჭირს პაციენტს.
-მეც რომ არ დაგიმალოთ ძალიან მეშინოდა ოპერაციის გაკეთების. ეს ქირურგიული ფობია, ფაქტია არსებობს. თუ არსებობს მკურნალობის სხვა ფორმა და არა ოპერაცია?
-პანკრეატიტზე ოპერაცია კეთდეა იშვიათად. თუ საოპერაციო გახდა პაციენტი, მისი გადადება აღარ შეიძლება, არანაირად არ უნდა მოვერიდოთ მკურნალობის და ქირურგიული ჩარევის გადადებას. რადგან დაგვიანების შემთხვევაში ხშირია გართულებები და სამწუხაროდ სიკვდილიანობა.
რაც შეეხება ე.წ. ოპერაციისადმი ფობიას დავიწყოთ იმით, რომ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს ყველაზე მდიდარი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით ქირურგიული პროფილის მხრივ. ეს ერთგვარი სკოლაა, რომელიც 60-იანი წლების მერე ყალიბდებოდა და ჩამოყალიბდა. საავდმყოფო ყოველ დღე იზრდება კვალიფიკაცია ყოველ დღე იმატებს, და რაც მთავარია ყველა სიახლე რაც არსებობს ამ ქვეყანაში არსებობს ჩვენთანაც. ეს ერთი, განსაკუთრებით ლაპორასკოპიული ოპერაციები კეთდება ჩვენთან ხშირად. ეხლა ვიწყებთ თიაქარ-კვეთებას ლაპორასკოპიული მეთოდით. გვაქვს აპარატი, რომელსაც ქვია ლიგაშო. ამ აპარატით უნაკეროდ კეთდება ოპერაციები რომელიც, ანახევრებს ოპერაციის დროს. ლიგაშოს აპარატი ასევე ბუასილზეა ძალიან კარგი. სულ რამდენიმე კლინიკაში კეთდება კახეთში და ერთ-ერთი ჩვენთან. მალე ონკოლოგიური, და გულმკერდის ქირურგიის კუთხით დავიწყებთ უახლოეს პერიოდში მუშაობას.

ჩემს განსაკუთრებულ ყურადრებას მაინც ერთ გარემოებას დაუთმობდი, არის საავადმყოფოები, სადაც პაციენტები მიდიან და იქ იწვევენ ექიმებს. ჩვენთან როგორ არის ეს დანერგილი? ჩვენთან მოწვეული ექიმები ძირითადად არიან ტრამვატოლოგები. თბილისიდან ჩამოდიან სპეციალისტები, ძალიან კარგი სხვათაშორის. დანარჩენებს არ ვიწვევთ, ჩვენ ადგილზე ვაკეთებთ.
ზოგადად პაციენტის პრობლემა არის ხშირად ექიმისგან უყურადღებობა, ძირითადი პასუხიმსგებლობა ეკისრება იმას, ვინც ოპერაციას ატარებს. მოწვეული ექიმი როცა ოპერაციას გააკეთებს, ის მერე მიდის, სწორედ ამიტომაა პაციენტისთვის ნაკლები ყურადღება. პაციენტისთვის უფრო მნიშვნელოვანია ყოველდღიური ნახვა, დღეში რამდენიმეჯერ რომ დახედავს ექიმი, უფრო კარგია მისთვისაც და ბუნებრივია ექიმისთვისაც.

ერთი რაც ყველაზე ცუდია-მედიცინა გახდა კომერცია საქართველოში, ჩვენთან ძველი ტრადიციებია შემორჩენილი,ორიენტირებულები ვართ პაციენტებზე. სხვა საავადმყოფოებთან შედარებით, ჩვენთან გაცილებით კარგი სიტუაციაა ამ მხრივ.
-და ბოლოს მაინც რას ეტყოდით თქვენს მომავალ პაციენტებს?
-სოკრატე ამბობდა : ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე – არაფერია!


რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს



Facebook Comments