დღის ამბები

კახეთის სამხარეო პილიციის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ბერიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა

კახეთის სამხარეო პილიციის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ბერიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში . ბერიკაშვილთან ერთად სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა მისმა რამდენიმე მოადგილემ.
ზურაბ ბერიკაშვილი კახეთის რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი 2017 წლიდან იყო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ამ ეტაპზე ვაკანტურია.
ვინ დაიკავებს ამ პოსტს , უცნობია.
„მთავარი ამბები კახეთის “ ინფორმაციით ზურაბ ბერიკაშვილის განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია დეკემბრის თვეში გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში კახეთის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლა, ხოლო თელავის მერიის თანამშრომელი კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
ჩვენთვის დადასტურებული ინფრომაციით ბერიკაშვილის დაკავებული თანამდებობიდან წასვლის მიზეზი სწორედ ეს მკვლელობა გახდა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close