დღის ამბებიეკონომიკაპოლიტიკა

ნახევარი მილიონი ლარი კახეთის გუბერნიისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაცემული პრემია და დანამატი შეადგენდა 176804 ლარს

კერძოდ 2017 წელს გუბერნატორის მიერ აღებული პრემია დანამტი შეადგენდა 38 350 ლარს.

სახელმწიფო გუბერნატორის კახეთის ადმინისტრაციის 2017 წლებში საწვავის ხარჯვის რაოდენობა შეადგენდა 60894 ლარს, რაც საშუალოდ 34010 ლიტრია.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში სატელეფონო კომუნიკაციებზე  2017 წელს დაიხარჯა 1817 ლარი. 2017 წელს სამივლინებო ხარჯი კი 5256 ლარი იყო.

რესტორნისა და კვების მომსახურებისათვის კახეთის გუბერნიამ 2017 წელს 3097 ლარი დახარჯა.

ანალოგიური კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  შარშანაც გამოაქვეყნა.  2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ კვლევაში ორგანიზაციამ აღნიშნა რომ „მართალია, გასულ წელთან შედარებით, ხარჯების კლების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ხელფასებსა და საწვავზე დანახარჯებს. შარშანდელის მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებლით კვლავაც პირველ ადგილზეა და ასევე, ლიდერობს გახარჯული საწვავის კუთხითაც; პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა კახეთის ადმინისტრაციამ გასცა; რესტორნისა და კვების მომსახურებაზე კი ყველაზე მეტი ხარჯი იმერეთის ადმინისტრაციამ გასწია.“- ვკითხულობთ კველავში.

საერთო ჯამში კი მთავრობამ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორის ადმინისტრაცისათვის  2017 წელს   ნახევარ მილიონამდე თანხა დახარჯა 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close