დღის ამბები

ცუდად თუ მოვიქეცით სიკვდილიანობაც გვქენება-მეუფე იაკობი

“განსაკუთრებით მინდა ჩვენს ექიმებს მადლიერების გრძნობით დიდი მადლობა გადავუხადო. ღმერთმა გაგაძლიეროთ! ვიცი რა რთულია თქვენვის ეს მსახურება . ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს”- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა. ქადაგებისას მეუფე იაკობმა თქვა, რომ ვირუსთან ბრძოლის დროს ექიმების ღვაწლი და დამსახურება დიდია.

თქვენს წინაშე ქედს ვიხრით ჩვენო ექიმებო, თქვენი სახით მთლიანად საქართველოს ექიმებს და მთელ მსოფლიოში , მიუხედავად მრწამსისა. თქვენ ის გზა დაისახეთ, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მიხედოთ და ქრისტიანებმა არ დავივიწყოთ ეს , ჩვენ უნდა მივხედოთ ადამიანებს თუ უნდა მივხედოთ ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს. შიშით ნუ დავკარგავთ, სიფრთხილით უნდა დავიცვათ .

ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან არ გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება , რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ ბევრი ტკივილი გვექნება , სამწუხაროდ, ასე ცუდად თუ მოვიქეცით სიკვდილიანობაც გვექნება , მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით , როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი , ისევე დაგვიფარავს. როცა ერთმანეთს ვჭამთ ამ ტკივილს გვანახებს. “– განაცხადა ეუფე იაკობმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close