დღის ამბებისაზოგადოება

ცხადდება ვაკანსია ეროვნული გმირების პოზიციაზე-ტელე ნევროლოგი დავით მრელაშვილი

ცხადდება ვაკანსია ეროვნული გმირების პოზიციაზე.

ცხადდება ვაკანსია ეროვნული გმირების პოზიციაზე.
1. საჭირო კვალიფიკაციებია:
ა) აუცილებელი კრიტერიუმები:
– მოქმედი ექიმის ლიცენზია საქართველოში
– გამოცდილება კორონავირუსიანი პაციენტების მკურნალობის
– კომფორტულად ყოფნა საშუალო და დამძიმებადი კორონავირუსიანი პაციენტების ბინაზე მართვის დისტანციურ რეჟიმში (დამატებითი ტრენინგი იქნება), მაშინაც კი როცა სტაციონარში გადაყვანა ვერ ხერხდება
– მაღალი ემოციური ინტელექტი და პასუხისმგებლობის შეგრძნება
– სრული ან თითქმის სრული თავისუფალი დრო (available) დღის სამუშაო საათებში 9-6-მდე, არ ჰქონდეს ამ პერიოდში სხვა პასუხისმგებლობები (კრიტიკულად მნიშვნელოვანი), თუმცა უფრო უკეთესია იყოს ე.წ. “ვორქოჰოლიკი” და საღამოთიც გააგრძელოს პაციენტებისთვის კითხვებზე პასუხის დაბრუნება ონლაინ რეჟიმში (ტელფონიდანაც შესაძლებელია)
– რაც შეიძლება მალე შეეძლოს დაწყება/პროცესში ჩართვა, მაქსიმუმ ზეგ (25 ნოემბერს)
ბ) სასურველი კრიტერიუმები:
– ინგლისური ენის ფლობა – სამედიცინო ლიტერატურის კითხვის დონეზე მაინც
– კომპიუტერთან კომფორტულად ყოფნა, მარტივი troubleshooting-ის თავად გაკეთება
– ჩქარი ბეჭვდის უნარი
– ბუნებრივი ტალანტი ახალი უნარ-ჩვევების და ტექნოლოგიების (პროგრამები, აპები) ათვისებაში
2. სამუშაო გეოგრაფიული ადგილი
– შეუზღუდავი (სახლიდანაც შეიძლება), თუმცა აუცილებელია პროფესიული პასუხისმგებლობა, წყნარი სამუშაო გარემო, ხარისხიან ინტერნეტთან წვდომა, ფუნქციური ლეპტოპი და მობილური ტელეფონი
3. ფუნქციები და მოვალეობები:
– დიაგნოზისთანავე აიყვანოს და ბინაზე დისტანციურად მართოს ის კოვიდ-1-იანი პაციენტები რომლებიც დიაგნოზის დროს საკმარისად მსუბუქები არიან ამისთვის (საცდელ ეტაპზე კახეთის რეგიონში)
– ფსიქოლოგიურად მზად იყოს ყველა შესაძლო გამოსავლისთვის, იმის ჩათვლით რომ პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და სტაციონარში ადგილი არ იყოს
– პაციენტების რაოდენობა იქნება რამოდენიმე ათეულიდან, 3-4 ასეულამდე (ნელნელა გავზრდით მართვადობის მიხედვით)
– ამ პაციენტების დიდი უმეტესობა იქნება უსიმპტომო ან მსუბუქი და საჭიროებს დღეში ერთხელ მოკითხვას, ხშირად ავტომატური მესიჯის (სმს, ვაიბერი) გაგზავნით
– ყველა ექიმს ეყოლება მინიმუმ ერთ დამხმარე “ავატარი” – მინი ქოლ-ცენტრის ფუნქციის ენერგიული ახალგაზრდა რომელიც ყველა ქეისს “გაუმზადებს” ექიმს (ანამნეზი, შეკითხვები) და ვაიბერის საერთო group chat-ში ჩაუგდებს საპასუხოდ რათა ექიმს ექიმობის გარდა სხვა რამეზე დრო არ ეკარგებოდეს.
– დამატებით ოპერატიული დეტალები უკვე ადგილზე
4. პოზიციის ხანგრძლივობა
– ამ ეტაპზე უცნობი, დამოკიდებულია პროექტის წარმატებაზე, კანდიდატის წარმატებაზე შესრულებული სამუშაოსი, და პანდემიის ხანგრძლივობაზე.
– არა უმეტეს პანდემიის დასრულების
5. ანაზღაურება:
– ასეულობით პაციენტის მადლიერი თვალები
– მაღალ პროფესიონალურ გუნდთან ერთად მუშაობა, უნიკალური გამოცდილების შეძენა, და ჩემი წლების განმავლობაში დაგროვილი ჰიპერ-პროდუქტიულობის საიდუმლოებების გაგება
– (იმედია) განუმეორებელი შანსი ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ერთ ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში გადამწვეტ ინოვაციურ პროექტში
– საცდელი პერიოდის (1-2 კვირა) მერე თუ პროექტმაც და კანდიდატმაც გაამართლა – შესაფერისი მონეტარული ანაზღაურება
არ ვიცი რამდენი მსურველი გამოჩნდება, 3 თუ 50, თუმცა ყველას კანდიდატურას განვიხილავ. დასაწყისისთვის აუცილებელია რომ ყველაზე “სრულყოფილად” დამაკმაყოფილებელი კადრი ავიყვანო რათა მაქსიმალურად ჩქარა დაიხვეწოს წამოწყება, თუმცა დიდი ალბათობით ყველა გულანთებულ მამულიშვილისთვის გამოჩნდება მისი წილი ადგილი.
მსურველებმა მომწერეთ პირადში აუცილებლად რელევანტური გამოცდილებით, სასურველია CV-ც ზოგადი წარმოდგენა რომ შემექმნას. ამ ეტაპზე თუ 1. ა) (აუცილებელ) კრიტერიუმებს სრულად არ აკმაყოფილებთ, სამწუხაროდ შანსები მცირეა, თუმცა მომავალში ალბათ სისტემა ისე დაიხვეწება რომ ნებისმიერი კვალიფიციური ექიმის თუნდაც ნაწილობრივი განაკვეთი გამოყენებადი იყოს.
კიდევ ერთხელ – გიორგობას გილოცავთ! ახლა უკვე პოზიტიური სიახლით ?

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close