დღის ამბები

სოფელ გურჯაანის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ გურჯაანის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

სოფელ გურჯაანის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოზარდი სკოლაში 1 კვირის განმავლობაში არ დადიოდა და შესაბამისად, სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
-“1 კვირაა სკოლაში არ ყოფილა. წუხელ დაუდგინდა კორონავირუსი. ამ დროისთვის სახლში იმყოფება. ეპიდემიოლოგები იყვნენ სკოლაში, ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს პედაგოგებსა და მოსწავლეებს. სკოლა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, რადგან ამ ბავშვს ინკუბაციის პერიოდი სკოლაში არ გაუტარებია,”- აღნიშნა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელძღვანელმა დალი მინდიაშვილამ speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
წყარო :

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close