დღის ამბები

სექტემბრიდან კახეთში covid-19 ით 181 ინფიცირებულია

კახეთის რეგიონში სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია:
ახმეტა -21
გურჯაანი -24
დედოფლისწყარო -5
ყვარელი -36
სიღნაღი – 26
ლაგოდეხი -23
თელავი – 45
საგარეჯო – 1
ინფიცირებულთაგან 31 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 85 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 5 იმყოფება კარანტინში, 60 პირი გამოჯანმრთელდა. არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 159 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 532 მოქალაქე.
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს კოვიდ 19 -ით ინფიცირება დაუდგინდა ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს. კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან. სპეციფიური ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ ხერხდება კონტაქტების იდენტიფიცირება სრულყოფილად. სკოლის ადმინისტრაციის, რესურს ცენტრის და საზჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. პროტოკოლის გათვალისწინებით ყველა პირს ჩაუტარდება ტესტირება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close