დღის ამბები

კახეთში Covid-19 ის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა თბილისსა და აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თბილისში 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში გახლავთ 360 ახალი შემთხვევა. იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად. გუშინ იყო 211 და დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ქვემო ქართლში გახლავთ 78, შიდა ქართლში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა. სამეგრელო- ზემო სვანეთში გახლავთ 73, კახეთში 46, გურიაში 25 ახალი ინფიცირებული, მცხეთა მთიანეთში არის 14 და სამცხე ჯავახეთში 7“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close