Home რეგიონი ახმეტა პანკისში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართა

პანკისში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართა

ტაჯიკი ბიზნესმენების საქმეზე პანკისში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართა.

ადგილობრივების ნაწილი და ოჯახის წევრები სოფელ დუისში შეიკრიბნენ და ოთხივე პირის გათავისუფლება მოითხოვეს და განმარტეს, რომ სააგამოძებო ორგანოებს არასწორი ინფორმაცია აქვს , როცა მათ გატაცებას და ფულის გამოძალვას აბრალებენ, რამდენადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები პანკისელებს მხოლოდ რამდენი წუთის განმავლობაში გყავდათ წაყვანილი მოსალაპარაკებლად.

დაკავებულების ბრალეულობას მხოლოდ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ხედავენ.

პანკისელები და მათ შორის უხუცესთა საბჭოს წევრები დაკავებულების გათავისუფლებას ხელისუფლებას სთხოვენ. ისინი შებამაის უწყებებს მიმართავენ, რომ თავდებში ჩაუდგებიან და თავისუფლების სანაცვლოდ მათ ქმედებაზე პასუხემგებლობას იკისრებენ.

მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო,ქართული ოცნების ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი. ირაკლის ქადაგიშვილის თქმით,საარჩევნო კამპანია ფარგლებში ხეობაში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე შეუერთდა აქციას.მისი თქმით,გამოძიების ობიექტურობის იმედი აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში. დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არიან, ბიზნესმენ ვახტან ფარეულიძის ძმა და მისი გარემოცვის წევრები