დღის ამბები

კახეთში, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულების
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველა მათგანი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
რეგიონში ეპიდსიტუაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა შეაფასა.
ნელი ხიზანიშვილი კოვიდ 19 -ის ინფექციის ზრდის მიუხედავად განმარტავს, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი რეგიონში მართვადია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.
კახეთის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 20 ბავშვია.
8- დან ყველაზე მეტი ინფიცირებული ყვარელშია, სადაც 24 შეთხვევა აღმოჩნდა.
სხვა მუნიციპალიტეტების სტატისტიკა კი ასეთია: ლაგოდეხში -21; ახმეტა -19; თელავი – 13; გურჯაანი- 16; დედოფლისწყარო -4 და სიღნაღი -18; საგარეჯოში კი ამ დრომდე ვირუსი არც ერთ მოქალაქეს არ დაფიქსირებია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close