Daily Archives: ივნისი 27, 2019

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.

რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. გაფართოებულ რაზმში არ არიან, თუმცა მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში გუნდთან ერთად მოემზადებიან პერსპექტიული მოთამაშეები – მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და 9 ნომერი მიხეილ ალანია.

დაგეგმარება და მზადება შეკრებისთვის

ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბი შეკრებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, რათა შეკრებას გუნდი საუკეთესო ფორმაში და მზად შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ

კლუბებში მოთამაშე მორაგბეები, ნაკრების ბირთვის ადგილობრივი ჯგუფი პერიოდულად იკრიბებოდა “შევარდენზე” და გეგმიურ ვარჯიშებს გადიოდა, ხოლო ლეგიონერებს ამ ეტაპზე სავალდებულო დასვენების პერიოდი აქვთ.

გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასამდე

მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, “ბორჯღალოსნები” სამ საკონტროლო თამაშს გამართავს, აქედან ორი თბილისში შედგება და დროის ზუსტად იმ შუალედით, როგორიც მსოფლიო თასზე იქნება.

“თიბისი რაგბის სერიების” ეგიდით, 27 აგვისტოს “მიხეილ მესხზე” რუსეთის, ხოლო 31 აგვისტოს “დინამო არენაზე” შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც პირველი თიერ 1 ნაკრებია, ვინც საქართველოში ჩამოდის. მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 6 სექტემბერს სტუმრად, შოტლანდიასთან “მარიფილდზე” გვექნება.

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა.

ადგილობრივები მომხდარს წარსულში მხარებს შორის ინციდენტს უკავშირებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად ირანს განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები თავდასხმებს გაძლიერებული ძალებით უპასუხებს, რაც ზოგიერთ სფეროში სრული განადგურება იქნება.

“ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმას აშშ გაძლიერებული ძალებით უპასუხებს. ზოგიერთ სფეროში ეს სრული განადგურების ტოლფასი იქნება”, დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას ირანის სამხედროებმა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ.

არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვერ მოახერხეს და ივანიშვილმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა.

მასთან შეხვედრის მონაწილეები დეპუტატები აცხადებენ, რომ უმრავლესობაში სიტუაციის დაჭერა უჭირთ და მატულობს იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებიც გახარიას გადაყენებას ითხოვენ.