სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Views: 51 ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბეჟანიშვილის ვრცლად/More »

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

Views: 50 “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. ვრცლად/More »

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Views: 57 სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა. ადგილობრივები მომხდარს ვრცლად/More »

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

Views: 49 აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად ირანს განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები თავდასხმებს გაძლიერებული ძალებით უპასუხებს, რაც ზოგიერთ სფეროში სრული განადგურება იქნება. “ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ვრცლად/More »

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

Views: 58 “პირველი რადიოს” ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვრცლად/More »

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

Views: 64 თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა. ვრცლად/More »

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

Views: 763 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .  ვრცლად/More »

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

Views: 247 „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონების კვლევა ჩაატარა.  ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

Views: 192 ირმა ინაშვილი – “ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო. ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

Views: 183 საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიცე სპკერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ირგვლივ არსებულ  მდგომარეობას გამოეხმაურა “მე არა ვარ ჰესების მოწინააღმდეგე, მაგრამ რომც ვიყო, ეს დანაშაული არ არის, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას და ვრცლად/More »

Category Archives: პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე : “სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი, შესაძლოა, გაუქმდეს”

„სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი, შესაძლოა, გაუქმდეს“ – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ გზით ბიუროკრატიის შემცირება უნდა მოხდეს.

მამუკა ბახტაძე მხარის გუბერნატორებზე: საჭიროებს ცვლილებები საკადრო ნაწილში

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მხარის გუბერნიების მუშაობის ეფექტურობაზეც ისაუბრა. პრემიერის განცხადებით იგეგმება როგორ სტრუქტურული ისე საკადრო ცვლილებები უახლოეს მომავალში. 

ნიკა ვარდოშვილი თელავის მერიასთან ძროხასთან ერთად მივიდა

ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის შენობის წინ ძროხა მიიყვანა.
„ეს არის ახლად არჩეული თვითთმმართველობის ერთადერთი გაკეთებული საქმე და დამდგარი შედეგი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა დამეგობრებულ გერმანიის ერთ ერთ ქალაქს, თხოვნით მიმართა რათა მათთვის საჩუქრად გადაეცათ 450 ერთეული ხარის სპერმა.

თელავის მერობის ქალი კანდიდატი – მაია ფურცხვანიძე და მისი ოჯახი „ოცნებამ“ სასიკვდილოდ გაიმეტა

მაია ფურცხვანიძე ყველაზე აქტიური მოქალაქეა თელავში. რომ არა მისი აქტიურობა ან ძალისხმევა ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქეებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განეხილათ ბიუჯეტი, ემსჯელათ მუნიციპალიტეტის ყველაზე მძიმე და მტკივნეულ საკითხებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციულ, პროფესინალურ ურთიერთობებსა და დიალოგზე საუბარიც კი არ იქნებოდა. ბოლო 5-6 წელია ზოგადად თელავში დემოკრატია და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ერთმანეთთან ასოცირდება.

საქართველოში არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობამ, ბევრი ქალის ხმა გამოიტანა საჯაროზე. ფაქტია და უპრიანია რომ განსაკუთრებული როლი ქალთა ძალადობის მხილების საკითხებში პოლიტიკურ პარტია ერთიან ნაციონალური მოძრაობის ქალთა ფრთას უკავშირდება.  ამ პრტიის აქტიური წევრი არის მაია ფურცხვანიძე 2011 წლიდან.

თუმცა ძალიან ხშირად ძალადობის მსხვერპლი და თავდასხმის ობიექტები სწორედ ის ადამიანები და მათი ოჯახები არიან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქალთა, ბავშვთა თუ სექსუალური უმცირესობათა საკითხებზე. ხშირ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში უფლებადამცველობა სახელმწიფოსათვის დანაშაულია, რადგან ხშირად სახელისუფლებო „აწყვეტილი“ რგოლები თვლიან რომ სიმართლის თქმითა და ჭუჭყიანი თეთრეულის გამომზეურებით  დემოკრატიის ფასადი ინგრევა. ჩვენი დღევანდელი წერილი თელავის დემოკრატიის ფასადის მიღმა არსებულ კიდევ ერთ ძალადობას ეხება.

ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან – გიორგი ბოტკოველთან :

-ყველა იცნობთ ამ ქალაქში მაიას ფურცხვანიძეს, ყველაზე აქტიურ, შემართებულ და მებრძოლ პოლიტიკოს ქალს. დიახ, სწორედ აი ასეთ ქალებზე დგას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე ასეთი აქტიური ქალები ქმნიან დემოკრატიას, და სწორედ ამ ქალების საერთო ძალისხმევამ უნდა ჩამოანგრიოს ეს სისტემა. მოგეხსენებათ მაია აქტიურად ლობირებს ქალთა წარმომადგენლობას პარლამენტში  და ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე აქტიური დამცველია თავად თვითმმართველობის რეფორმირებული, დეცენტრალიზებული ვერსიის, რაც ასე ძალიან არ მოსწონს ხელისუფლებას და ყოველ ღონეს იყენებს, რომ იგი ჩამოშალოს.

-ბატონო გიორგი თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე რომ  თქვენ და თქვენი პარტიის წევრები ხშირად ხართ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. და სისტემატიურად მიმდინარეობს თქვენი და თქვენი             თანაპარტიელი განსაკუთრებით ქალების დაბულინგების, მათზე ზეგაველნის მოხდენის მცდელობა სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ოჯახის წევრების დაშანტაჟების, ცემის და მუქარის გზითაც.

კი ბუნებრივია ვამბობ ! და ამისი არაერთი ფაქტი გვქონია ჩვენ ბოლო წლების განმვალობაში. რატომღაც დღევანდელი ხელისუფლება არაფრად თვლის როდესაც საჯაროდ ჩვენს წევრებს ხელისუფლების მიერ არსებული ზონდერ ჯგუფები სცემენ და ის არ იძიებს ამ დანაშაულებს!. არაფრად თვლის იმ ფაქტს, როდესაც ჩვენი პარტიის წევრებს ჩუმად უღებენ ვიდეოს და შემდეგ კი სწორედ პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ.

როგორ უნდა შეცვალოთ ეს ყველაფერი, ფაქტია 2016 წელს ვერ გახვედით ხმათა უმრავლესობით და ვერ შეხვედით პარლამენტში.

-მხოლოდ გიორგი ბოტკოველი ვერ შეძლებს ამას, ეს ერთად უნდა შეძლოს ქართველმა ხალხმა, თელავს ამა წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეყოლება ყველაზე ღირსეული ქალი კანდიდატი, რომელმა ქალმაც ჩვენი ქალაქის ისტორიაში დემოკრატიის შუქურა შემოიტანა. სწორედ ერთად ჩვენ: მე და მაია ფურცხვანიძე შევძლებთ ჩამოვანგრიოთ სისტემა  და სამართლიანი გარემო შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში!

-ცნობილია რომ მ.ფ. არაერთხელ ყოფილა  ძალადობის მსხვერპლი?

– მარტო ის? არა მარტო ის არამედ მთელი მისი  ოჯახი არის ამ ხელისუფლებისათვის მახრჩობელა ლუკმა. მათ იციან, რომ ასეთი რეპუტაციის და წარსული კანდიდატი მათ მოწინააღმდეგე პარტიაში, ძალიან საშიშია, მით უფრო, რომ ნაციონალურ მოძრაობას საკმაოდ ჰყავს მხარდამჭერები რეგიონში, თუმცა მმართველი პარტია ცდილობს ყველა რესურსის გამოყენებას, რომ ეს რჩევნები არ წააგოს. ამიტომ არ ერიდება იგი ჩვენი ქალი კანდიდატის შანტაჟს. თუმცა ჩვენ ღირსეული კანდიდატი გვყავს მიას სახით და ვიცით, რომ ღირესეულად მივალთ არჩევნებამდე. როგორ გგონიათ ადვილია ადამიანმა გადაიტანო ის დღეები რაც მაია ფურცხვანიძეს აქვს გადატანილი? მაგრამ მას სჯერა ჩვენი მიზნის და იმ ღირებულებების რასაც ენმ ატარებს, როგორც პროგრესული პოლიტიკური ძალა ქვეყანაში.

-შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვესაუბროთ ამ საკითხზე?

-რამდენადაც ჩემთვის ცნობილია პირველი შეტევები მის წინააღმდეგ სატელეფონო ზარების გზით განხორციელდა ერთხელ -2016 წლის  მაისში, შემდგომ 2017 წლის  იავარში. მან  „მეგობრულ“ გაფრთხილებები მიიღო მაღალი თანამდებობის პირებისგან. 2012 წლის შემდგომ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულად შეიცვალა ხელისუფლება მაიას ეუბნებოდნენ, რომ ნაციონალებს საფრთხე ემუქრებოდათ და  მათ გააქრობდნენ საჯარო სივრცეებიდან. 2014 წელს ქმრის სამსახურზეც გაუკეთეს მინიშნება, და უთხრეს, რომ შეიძლებოდა ყველაფერი დაეკარგათ ერთ დღეს, თუ ის არ შეწყვეტდა პოლიტიკურ აქტივობას. ისიც მხსოვს, 2013 წლის 17 დეკემბერს, სწორედ მეორე დღეს, როცა მე გუბერნატორის მოადგილის პოსტი დავტოვე საკუთარი განცხადების საფუძველზე, ჩვენმა ყოფილმა კოორდინატორმა, და აწ უკვე „ოცნებაში პორტირებულმა“ ბატონმა შიოლაშვილმა, მაია და მისი კოლეგა  დაიბარა კაბინეტში და უთხრა, რომ არ ეთანამშრომლათ ნაციონალებთან, და რომ ამ პარტიაში მისი ყოფნა იყო ცუდი არჩევანი მაიას მხრიდან. კახეთის ამ კრიმინალმა და ავაზაკმა ფეოდალმა – გუბერნატორმა გაბედა და მაია ფურცხვანიძეს პოლიტიკური გემოვნება დაუწუნა.

-თუმცა ფაქტია ფურცხვანიძეს არ შეუწყვეტია პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობები

– რა თქმა უნდა არ შეუწყვეტია. როგორც მოგახსენეთ ის დასავლურ ღირებულებებზე აღზრდილი, მოაზროვნე ადამიანი და მოქალაქეა, და მას ისევე, როგორც ყველა ჩვენგანს ჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მხოლოდ ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიისა და მისი პროფესიონალი გუნდის ხელშია, და არა ივანიშვილის მიერ ნეპოტიზმით დაკომპლექტებულ გაურკვეველი პოლიტიკური იდეოლოგიის ვითომ პოლიტიკურ გაერთიანებაში.

-ბატონო გიორგი, საპარლამენტო არჩევნებზე ქალაქში მუსირებდა აზრი რომ მაია იქნებოდა თქვენი პარტიის კანდიდატი თუმცა კენჭი ბოლოს თქვენ იყარეთ.

-2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მაია ფურცხვანიძემ უარი განაცხადა საპარლამენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის განხილვაზე, მიზეზი იყო ერთი – მაია ყველაზე კარგად იცნობს თვითმართველობების სტრატეგიასა და მათ მუშაობას, მას კარგად იცნობენ ადგილობრივებიც, ის არის თვითმმართველობის რეფორმის ჯგუფის წევრიც, ამიტომ  თანხმობა განაცხადა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, ენმს ქალთა ორგანიზაციამ უკვე დაიწყო მუშაობა მოსახლეობასთან მაიას, როგორც მომავალი კანდიდატის წარდგენასა და გაცნობაზე.

ხელისუფლება როგორ ხვდება იმ ფაქტს რომ შესაძლოა ფურცხვანიძე მომავალი ქალაქის მერიც გახდეს!

-ხელისუფლება აგონიაშია, ამიტომ მაიას  მიმართ აგრესია განსაკუთრებით გაიზარდა. 2017 წლის 23 იანვარს განხორციელდა შეიარაღებული პირების მიერ მუქარა საკუთარ სახლთან და ეს უკავშირდებოდა მის მონაწილეობას 2017 წლის 20 იანვრის ენმ-ს ყრილობაში, რასაც ასევე წინ უძღოდა 12 იანვარს განხორციელებული სატელეფონო მუქარა.

-რა რეაგირება აქვს ამ დროს პოლიციას?

– ყველა ამ საქმეზე დაზარალებული მიმართავდა თელავის რაიონულ პოლიციას, თუმცა რეაგირება ნულის ტოლია დღემდე. მარტო ამით არ შემოიფარგლება ყველაფერი, 2017 წლის თებერვალში დაანონსდა მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რაც საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანია, თქვენ იცით რომ ჩვენმა პარტიამ და პირადად მაია ფურცხვანიძემ როგორც ექსპერტმა და პოლიტიკოსმა, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ამ ინიციატივას სამოქალაქო პროტესტის გზით, აქტიურად გამოდიოდა ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ცვლილების წინააღმდეგ, ამას მძიმე შედეგი მოჰყვა, მარტის თვეში, მაიას ქმარი დაითხოვეს სს “საქართველოს ბანკის’ რეგიონალური მენეჯერის თანამდებობიდან, პირველ  მარტს გადასცეს გათავისუფლების წერილი, და 3 მარტს მოუკლეს, ოჯახის ერთგული მეგობარი ცხოველი – გერმანული ნაგაზი, ალბათ ფიქრობდნენ გაჩუმდებოდა.  ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხებზე და მაია მზად არის ბოლომდე მიიყვანოს ეს ბრძოლა, მიუხედავად ყველაფრისა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს ბერკეტი, რომ რაიმე ფორმით გავლენა მოვახდინოთ სამართალდამცავებზე, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული ეს ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში.

-პოლიციის  მხრიდან რეაგირება თუ იყო ?

– ეს მოხდა ღამით გაურკვეველ ვითარებაში და კიდევ უფრო საშიში ის იყო, რომ დილით ისედაც დასტრესილ ოჯახს ჭიშკარზე გაფრთხილების წერილიც დაუტოვეს წარწერით: “ეს მხოლოდ დასაწყისია”. და რა თქმა უნდა მაია ფურცხვანიძემ და მისმა მეუღლემ მიმართეს პოლიციას, თუმცა, როგორ ჩანს საქართველოს შსს არც ამ საქმის და მ.ფ.-ს წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის სხვა ფაქტების გამოძიებას არ აპირებს. აი ახლა თქვენ მოგმართავთ – მედიას, მიმართეთ პოლიციას და სთხოვეთ გააკეთონ კომენტარი.

2017 წლის 6 მარტს სასტიკად ცემეს მისი მეუღლე – გრიგოლ გოგიშვილი, რაც დღემდე გამოუძიებელია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ინტენსიურად აკითხავდნენ პოლიციის განყოფილებას თბილისსა და თელავში, აწვდიდნენ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს და ფაქტობრივ ინფორმაციას. მხოლოდ ცემის ფაქტზე ოჯახმა უკვე 5-ჯერ განახორციელა პოლიციასთან კონტაქტი 2017 წლის 6 მარტიდან დღემდე, თუმცა იმედი იმისა, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიება ჩატარდება რა თქმა უნდა არა გვაქვს.

-და ამ ყველაფრის მიუხედავად ფურცხვანიძე კენჭს იყრის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში?

-კი კი ამის მიუხედავად მაია  განაგრძობს პოლიტიკურ აქტივობას და  2017 წლის არჩევნების შემდეგ მაინც ეყოლება თელავს  ქალი პოლიტიკოსი მუნიციპალიტეტის პირველი პირის სახით.

-კი კი ამის მიუხედავად მაია  განაგრძობს პოლიტიკურ აქტივობას და  2017 წლის არჩევნების შემდეგ მაინც ეყოლება თელავს  ქალი პოლიტიკოსი მუნიციპალიტეტის პირველი პირის სახით