ახმეტარეგიონი

დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ახმეტაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საჯარო მოხელეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვეულმა ექსპერტმა, დიპლომატმა იოსებ ნანობაშვილმა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ ისაუბრებს ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დავით აბულაძე მერიის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close