ლაგოდეხირეგიონი

კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ლაგოდეხიც შეუერთდა

„დავასუფთაოთ მსოფლიო – 2023“ კამპანიას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციით შეუერთდა. მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაგეგმილი დასუფთავების აქციაში, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, მერიის სამსახურების, საკრებულოსა და აიპის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა, გარემოსდაცვითი პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ბროშურა დაარიგეს.

წელს, ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს (Clean Up the World) კამპანია, დაარსებიდან 30 წლის თავს ითვლის, რომლის დევიზია „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“, ხოლო მიზანი, კვლავ სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.

მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიაში – „დავასუფთაოთ მსოფლიო – 2023“, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ ინიციატივით, ყოველწლიურად ერთვება.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close