დღის ამბებიყვარელი
ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია რამდენიმე სოფელი – გრემი, ენისელი, საბუე, შილდა. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.