დღის ამბებისაზოგადოება

დედოფლისწყაროელმა ფერმერებმა აქცია გამართეს

დედოფლისწყაროელმა ფერმერებმა აქცია გამართეს. სოფელ ზემო ქედში მეხორბლეები შეიკრიბნენ  და ხელისუფლებას მოუწოდეს, ქვეყანაში პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების ხორბალი და მისი რეალიზაცია იყოს. ფერმერები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ იმპორტულ ფქვილზე გადასახადი დააწესოს.

როგორც ისინი აცხადებენ, ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი წელს 40-45 თეთრია და თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ფერმერები აღნიშნულ ფაქტს საქართველოში დიდი რაოდენობით იმპორტირებული და იაფი მარცვლეულის, ფქვილის შემოტანით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ ფასის დაცემასთან ერთად, შიდა ბაზარზე ქართულ ხორბალზე მოთხოვნა შემცირდა. ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, ფერემერებისთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა, რის გამოც, ასობით ოჯახი შესაძლოა, შემოსავლის გარეშე დარჩეს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close