რჩევები

E ვიტამინი – ძლიერი ანტიოქსიდანტი – რაში გვჭირდება ის?

E ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტი - რაში გვჭირდება ის?

E ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს მიეკუთვნება.

მისი, როგორც ანტიოქსიდანტის ამოცანაა, უვნებელყოს თავისუფალი რადიკალები და დაიცვას უჯრედები დაზიანებისგან.

თავისუფალი რადიკალები ის მოლეკულებია, რომლებიც მნიშვნელოვნად აზიანებენ უჯრედის კედელს. დაზიანებული მემბრანით უჯრედი სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს. რაც უფრო მეტი უჯრედი ზიანდება ან კვდება, მით უფრო შესამჩნევი ხდება დაბერების ნიშნები, და იზრდება დაავადებების განვითარების რისკი.

გარდა ანტიოქსიდანტური თვისებისა E ვიტამინი:

მონაწილეობს ჰემოგლობინის არაცილოვანი კომპონენტის სინთეზში;

ზრდის ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას;

ხელს უშლის ერითროციტების დაშლას;

გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე – ორგანიზმში E ვიტამინის სათანადო შემცველობა ამცირებს თრომბოზის განვითარების რისკს და, შესაბამისად, ინსულტისა და გულის შეტევის განვითარების რისკს.

გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება – ასევე შეუძლია სიმსივნური წარმონაქმნების ზრდის შეფერხება;

ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას;

ამაგრებს სისხლძარღვის კედელს;

ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას;

აფერხებს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ დაზიანებას;

აუმჯობესებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესს;

დადებითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში;

აფერხებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას – ის იცავს მიელინის გარსს, რითაც ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.

აჯანსაღებს კანს – ორგანიზმში E ვიტამინის ნორმალური დონე კანს სიმტკიცეს უნარჩუნებს, რადგან ეს ნივთიერება, კანში კოლაგენის შემცველობას ზრდის;

იცავს კანს გამოშრობისა და გაღიზიანებისგან;

ანელებს დაბერების პროცესს;

იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან;

სძენს თმას ბრწყინვალებას

სად გვხვდება E ვიტამინი

 

E ვიტამინით მდიდარია:

ღვიძლი;

ორაგული;

კვერცხის გული;

ბრიუსელის კომბოსტო;

ტკბილი კარტოფილი;

ისპანახი;

ბროკოლი;

პომიდორი;

სტაფილო;

ავოკადო;

მზესუმზირა;

კაკალი;

თხილი;

ნუში;

შვრია;

ხორბალი;

შოკოლადი

E ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყარო მაღალი ხარისხის ორგანული მცენარეული ზეთებია: მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის არაქისის(თუმცა, არ არის სასურველი მათი გაცხელება. უმჯობესია ცივი კერძებისთვის გამოყენება).

E ვიტამინის ასათვისებლად აუცილებელია თუთია და სელენი. მის შეწოვას აფერხებს რკინა( რკინასთან ერთად E ვიტამინის, როგორც დანამატის, მიღება არ არის რეკომენდებული.მათი ერთდროული მიღებისას სასურველია, სულ მცირე, რამდენიმე საათიანი შუალედის დაცვა)და ტკბილეული.

E ვიტამინის დეფიციტი

ნიშნები:

სისუსტე;

კუნთების ატროფია;

პერიფერიული ნეიროპათია;

ტრემორი;

გონებრივი ჩამორჩენა;

სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

მხედველობის დაქვეითება;

უნაყოფობა

E ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს:

არაბალანსირებული კვებისას, ორსულობისას, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობისას,ინფექციების დროს. ასევე, ცხიმის შეწოვის დარღვევის პროცესის დროს(მოკლე ნაწლავის სინდრომი, პანკრეასის ქრონიკული დისფუნქცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, გლუტენის აუტანლობა).

გასათვალისწინებელია, რომ:

E ვიტამინის დანამატების სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს: სისხლდენა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა(ინსულტი), რისკი მაღალია, იმ პირებში, ვინც კოაგულანტებს იღებენ.

E ვიტამინის დიდი დოზების მიღებამ შესაძლოა გვერდითი ეფექტები და რომელიმე დაავადება გამოიწვიოს.

E ვიტამინის სიჭარბის ნიშნებია: სისუსტე, გულისრევა,დიარეა.

E ვიტამინს ოპტიმალური მოქმედებისათვის სჭირდება დამხმარე სხვა ვიტამინები ან ფერმენტები. მაგალითად, C ვიტამინი, თუთია, სელენი. ამიტომ, E ვიტამინის, როგორც დანამატის, ცალკე მიღება არ არის ეფექტური.

არ არის სასურველი E ვიტამინის დანამატების რეგულარული მიღება, როცა ორგანიზმში ნორმაზე დაბალია სელენის დონე.

დანამატების სახით E ვიტამინის მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close