რჩევები

რომელი საკვების მიღებაა რეკომენდებული გაციებისას

რომელი საკვების მიღებაა რეკომენდებული გაციებისას

გაციება სხვა სიმპტომებთან ერთად ხშირად იწვევს მადის დაქვეითებას, თუმცა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და

სხვადასხვა ინფექციური აგენტის ადვილად დასამარცხებლად აუცილებელია ორგანიზმის საჭირო ენერგიითა და საკვებით მომარაგება.

პროდუქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებს გაციების დროს.

  1. იოგურტი

იოგურტი პრობიოტიკების წყაროა. პრობიოტიკები წარმოადგენენ ,,კარგ“ ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს ნაწლავში ბინადრობენ და იმუნური სისტემის გაძლიერებაში გვეხმარებიან. ჩატარებულმა კვლევებმა, აჩვენა რომ პრობიოტიკებს შეუძლიათ ავადობის პერიოდის შემცირება. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ ისეთ იოგურტზე, რომლის შემადგენლობაშიც არ არის დამატებული შაქარი.

  1. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც C ვიტამინს შეიცავენ

C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასევე დიდ როლს თამაშობს გაციების პრევენციაში.

C ვიტამინი კარგად შეიწოვება საკვებიდან. ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია:

წითელი/ მწვანე წიწაკა;

ფორთოხალი/ფორთოხლის წვენი;

გრეიფრუტის წვენი;

კივი;

ლიმონი;

ბროკოლი – გარდა C ვიტამინისა, ის შეიცავს E ვიტამინს და კალციუმს. მისი მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციებს.

  1. შვრია

შვრიის შემადგენლობაში შემავალ ელემენტებს აქვთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები. ესენია:

სპილენძი

რკინა

სელენი

თუთია

პროტეინები

  1. ჯინჯერის ჩაი

ჯინჯერის ჩაის გაციებისას საკმაოდ სასარგებლოა. ის ამშვიდებს სასუნთქ გზებს და აადვილებს სუნთქვას. ჯინჯერი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება.

  1. თაფლი

თაფლის უამრავი სასარგებლო თვისებებიდან ერთი-ერთია რესპირატორულ ინფექციებთან ბრძოლის უნარი. იგი დადებითად მოქმედებს გაღიზიანებულ ყელზე.

პროდუქტები, რომელთა მიღებასაც უნდა მოერიდოთ გაციებისას:

ალკოჰოლი – თრგუნავს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას;

კოფეინის შემცველი სასმელები – ყავა, შავი ჩაი, გაზიანი სასმელი. მათ შეიძლება დეჰიდრატაცია გამოიწვიონ;

მზა საკვები- მათ დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნიათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close