რჩევები

დემენციის გადავადების 7 საშუალება.

დემენციის გადავადების 7 საშუალება.

ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა,

რომლის დროსაც აღინიშნება კოგნიტიური უნარების დარღვევა.

მეცნიერებს დღემდე არ აქვთ პასუხი თუ რა იწვევს ამ დაავადებას, თუმცა ნათელია, რომ თავის ტვინში ცვლილებები დაავადების გამოვლენამდე იწყება. სწორედ ამიტომ მკვლევარებს მიაჩინათ რომ პროფილაქტიკა 35-40 წლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ.

  1. წნევის მონიტორინგი

მნიშვნელოვანია არტერიული წნევის კონტროლი, რადგანაც ქრონიკული ჰიპერტონია არა მარტო გულ-სისხლძარღვთა სისტემის, არამედ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორია.

  1. ფიზიკური აქტივობა

მეცნიერებმა გამოავლინეს, ვარჯიში ეფექტურია იმ შემთხვევაშიდაც კი, როდესაც კოგნიტიური დარღვევების გამოვლინება უკვე დაწყებულია. კვლევებით დადასტურდა, რომ ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს მხედველობით მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას დიაგნოსტირებულ პაციენტებში.

  1. კოგნიტიური ვარჯიში

მეცნიერების დაკვირვებით, რაც მაღალია განათლების დონე, მით უფრო იშვიათად აღენიშნებათ ადამიანებს ეს დაავადება. მათი ვარაუდით განათლების მაღალი დონე ერთგვარ „კოგნიტიურ რეზერვს“ ქმნის, რომლის საშუალებითაც ტვინი უკეთ ადაპტირდება ცვლილებებისადმი და ნიღბავს მათ.

ტვინის ვარჯიში – ენების შესწავლა, ახალი სპეციალობის დაუფლება- ასევე ხელს უწყობს ნეიროპლასტიურობას და შეიძლება გადაავადოს დემენცია. სუდოკუ, სკანვორდები კარგი დამატებითი დატვირთვაა.

  1. მოწევაზე უარის თქმა

მოწევა არა მარტო ფილტვებზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ მთელს ორგანიზმზე ზოგადად. ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი მწეველებში 40%-ით მეტია არამწეველებთან შედარებით.

  1. სწორი კვება

ხმელთაშუაზღვის დიეტა დემენციის პრევენციის საშუალებად ითვლება. კვების ეს რაციონი მდიდარია თევზით, ხილითა და ბოსტნეულით, უცხიმო ხორცით. გარდა ამისა ხმელთაშუაზღვის დიეტა გულისხმობს წითელი ღვინის მიღებას, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ამ დაავადების პრევნეციისთვის ასევე სასარგებლოა მარწყვისა და ბროკოლის მიღება.

  1. დეპრესიასთან ბრძოლა

დეპრესია კიდევ ერთი გავრცელებული მდგომარეობაა. სტიგმის გამო ბევრი პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს. კვლევებით დამტკიცდა, რომ დეპრესია ალცჰაიმერის დაავადების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

  1. დიაბეტის კონტროლი

აღმოჩნდა, რომ პრედიაბეტისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, უფრო ხშირია ხანაზმულ ასაკში ალცჰაიმერის დაავადება. ამდენად მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close