Home რეგიონი თელავი 100 წლის წინ წესი თელავში გამომცხვარი პურის ვაჭრობის შესახებ

100 წლის წინ წესი თელავში გამომცხვარი პურის ვაჭრობის შესახებ

ძველი თბილისის ბაზარი

თეიმურაზ ვახტანგიშვილის წიგნიდან : თელავის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიიდან

ქ. თელავი, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1801 წ.) შემდეგ 1917 წლამდე თელავი თბილისის გუბერნიის სამაზრო ცენტრი გახდა. იგი თელავის მაზრის უფროსისა და რუსული ადმინისტრაციული სისტემის სხვა მოხელეთა რეზიდენციას წარმოადგენდა.

100 წლის წინ, მაშინდელმა თელავის თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიმუშავა  წესი თელავში გამომცხვარი პურის ვაჭრობის შესახებ.

  • 1. თითოეულ მსურველს, რომელსაც უნდა ხელი მოჰკიდოს პურის გამოცხობას და გაყიდვას საკუთრივ თუ სხვა მცხობელებთან ერთად ქ. თელავში, ვალდებულია განაცხადოს ამის შესახებ ქალაქის მმართველობაში, სადაც ჩაწერენ პასუხისმგებელთა სპეციალურ წიგნში და მისცემენ მოწმობას.
  • 2. პურის გაყიდვა წარმოებს ფურნედან, საცხობიდან, დუქანში, ასევე ძარაზე, ისე რომ პური დალაგებული უნდა იყოს არა იატაკზე, არამედ სუფთა თაროზე და დაფარული უნდა იყოს სუფთა ზეწრებით. ძარები ასევე დაფარული უნდა იყოს სუფთა ზეწრით.
  • 3. უმაღლესი ხარისხის პური (გერმანული და ფრანგული ფუნთუშების დასახელების) თითოეული წონით უნდა იყოს გირვანქის მეოთხედი. ყველა დანარჩენი ხარისხის პურის წონა არაა სავალდებულო ერთი წონისა და ფორმის იყოს, მაგრამ მისი გაყიდვა სასწორით უნდა წარმოებდეს.
  • 4. თითოეულ საცხობში, დუქანში და სხვაგან უკლებლივ ყველგან, სადაც იყიდება გამომცხვარი პურის, სასწორი და საწონები ღია ადგილას უნდა იყოს, რათა მყიდველმა შეძლოს შეამოწმოს ნაყიდი პური. ძარაზე მყოფი პურის გამყიდველი ვალდებულია ატაროს შემოწმებული სასწორი და საწონები.
  • 5. პური არ შეიძლება იყოს ნესტიანი, გამოუმცხვარი, დამწვარი, ფქვილით ამოსვრილი და სხვ.
  • 6. მაგიდებზე, სადაც მზადდება ან ინახება პური, პურისმცხობლებს და მათ მუშებს ეკრძალებათ წოლა და ჯდომა. თვით მაგიდები, ცომის ჭურჭელი, წყალი და ხსნარი სისუფთავეში უნდა იყოს შენახული.
  • 7. პურისმცხობლების და მათი მუშების საცხოვრებელში ცხოვრება ეკრძალებათ იმ პირებს, რომელთაც რაიმე გადამდები ავადმყოფობა აქვთ.

ავტორი პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი / თელავის მკვიდრი 

 


ასევე წაიკითხეთ : პირველი აფთიაქი თელავში 1877 წელს გაიხსნა

1907 წლის თელავი – მენინგიტის ეპიდემიის გავრცელების შესახებ

ყვავილის ეპიდემია თელავში 1900 წელს