დღის ამბებიისტორიარეგიონი

1907 წლის თელავი – მენინგიტის ეპიდემიის გავრცელების შესახებ

თეიმურაზ ვახტანგიშვილის წიგნიდან : თელავის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიიდან

1907 წლის დასაწყისში თელავში გავრცელდა ხმები მენინგიტის ეპიდემიის გავრცელების შესახებ. საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით საჭირო ზომების მიღება. 1907 წლის 11 აპრილს შედგა ქალაქის თვითმმართველობის რწმუნებულთა კრების სხდომა, რომელმაც მიიღო დადგენილება, სახელდობრ, მამასახლისის მოვალეობის შემსრულებლის სახელით, თხოვნით მიემართათ სამხედრო და სამაზრო ექიმებისთვის, რათა შეესწავლათ აღნიშნული ეპიდემიის არსებობის საკითხი და დაესახათ ღონისძიებანი ამ დაავადების წინააღმდეგ. ექიმებმა პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნიეს ქალაქის სანიტარული პირობების გაუმჯობესება. სანიტარულმა ზედამხედველებმა შემოიარეს თავიანთი უბნები, ჩაატარეს ქალაქის სიბინძურისაგან გაწმენდის პროფილაქტიკური ღონისძიებანი. თვითმმართველობამ სანიტარული კომიისიისათვის 300 მანეთად დაიქირავა ბინა. ამას გარდა, მიღებულ იქნა სპეციალური დადგენილება „ბატონის წყლის“ შეკეთებისა და მისი სისუფთავის დაცვის თაობაზე, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ წყაროთი სარგებლობდა.

ავტორი პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი / თელავის მკვიდრი 

 


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ : გვიანფეოდალური ხანის თელავის საქალაქო მმართველობა

100 წლის წინ თელავის სავალდებულო დადგენილება სანიტარულ ნაწილში

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close