დღის ამბები

სასამართლო სისტემა გახდეს უფრო ანგარიშვალდებუკი-კელი დეგნანი

“ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ , რომ ამ საკითხებზე მოხდა რეაგირება და ისინი აისახა კანონმდებლობაში. “- ასე შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საერთო სასამართლოების შესახებ ახალი კანონპროეტის დამტკიცება. კელი დეგნანისთვის მისაღებია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები.ელჩი ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯს მნიშვნელოვანს უწოდებს.

“საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს სისტემის გასაუმჯობესებლად და ჩვენგან პარლანეტი შექებას იმსახურებს იმისთვის, რომ მუშაობდა და პრიორიტეტს ანიჭებდა ამ მიმართულებებს.

რაც შეეხება ახალ კანონპროექტს, აქ არის ისეთი საკითხები, როგორიც არის მოსამართლეთა დასახება და არჩევის პროცესი, ასევე დამეტა წერილობითი დასაფუთების აუცილებლობა და გასაჩივრების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ეს საკითხები, რადგან კიდევ უფრო გამჭირვალე ხდება ხმის მიცემის პროცესი. ეს ის ძირითადი მიმართულებები და რეკომენდაციებია , რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა ამ პროცესთა დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ , რომ ამ საკითხებზე მოხდა რეაგირება და ისინი აისახა კანონმდებლობაში.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ რეკომენდაციებს, იყო სხვა რეკომდებაციები ვენეციის კომისიის, აშშ- ს და სხვა პარტნიორო ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს და მოლოდინი ახალი პარლამენტი კვლავ სასამართლო საკითხებს მიანიჭებს პრიორიტეტს, ისევე როგორც ახალანდელი პარლამენტი ანიჭებდა თავისი მუშაობის პერიოდში და გადაწყვეტს, გაითვალისწინებს იმ რეკომედაციების, რომელიც უკვე ცნობილია.

ძირითადი მიზანი ამ რეფორმისა გახლავთ ის, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უფრო ანგარიშვალდებუკი, გამჭირვალე და დამოუკიდებელი ორგანო. იმიტომ სასამართლო ორგანო არის დემოკრატიის კვაკუთხედი”,- ამის შესახებ კელი დეგნანმა კახეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close