დღის ამბები

სტიქია იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

სტიქია იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად სოფელ მსხალგორში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, რომლებიც გამთენიამდე სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ დაზიანდა
სასოფლო- სამეურნეო სავარგულებიც, თუმცა დაზიანების ხარისხის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ლაგოდეხის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ვითარებას დღეს დილიდან ადგილზე შეისწავლის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close