დღის ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზიანებული 129 საცხოვრებელი სახლის სახურავი გამოიცვლება

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული 129 საცხოვრებელი სახლის სახურავი სრულად გამოიცვლება.

ბოლო ინფორმაციით, თელავსა და მიმდებარე 10-მდე სოფელში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ჯამში, 223 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მათგან ზოგიერთი ნაწილობრივ. 129 სახურავის ახლით შეცვლა იგეგმება.

საცხოვრებელი სახლების გარდა სტიქიამ პრობლემები შექმნა სოფლის მეურნეობაშიც. თელავში, ყვარელსა და საგარეჯოში განადგურებულია 4 ათასზე მეტი ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, რომლის დაზიანების ხარისხი 10%-დან 100%-მდე აღწევს.

მთვარობა აქტიურად მუშაობს და ცდილობს, დაეხმაროს იმ მევენახეებსა და ფერმერებს, ვინც სადაზღვევო სისტემაში ჩართვა ამ დრომდე ვერ მოახერხა და ისინი სტიქიამ ძირითადი შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა.

16 ივლისს ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close