დღის ამბები

სტიქია ნაფარეულში, – ზარალი ძალიან დიდია

“ნაფარეულში ზარალი საკმაოდ დიდია, დაგლეჯილია ხეები, ჭირს გადაადგილება, რაც შეეხება მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობაზე, ამაზე საუბარი ჯერჯერობით მიჭირს,  სამწუხაროდ, სტიქია თავიდან ვერ ავიცილეთ” – განუცხადა “მთავრია ამბები კახეთს“ ნაფარეულის საკრებულოს დეპუტატმა აბიკო მახარაშილმა.

რამდენიმე წუთის წინ ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი იყო თელავის სოფელ ნაფარეულსა დ სანიორეში. დაზიანებულია სოფლის სავარგულები, დაისეტყვა ვენახები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურაც.

ამ წუთებში სოფლის დეპუტატის ინფორმაციით ადგილობრივები ცდილობენ მისასვლელი გზების გაწმენდას, დაგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close