დღის ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

ახშნისველებში, ახშანში, არაშენდაში, ახალშენში, საჩალესა და კოჯორში პროექტის ფარგლებში აშენდა 34 172 გრძივი მეტრი გაზსადენი. 487 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ 913 443 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარში, სამუშაოები დასრულდა ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, რაც 153 აბონენტს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. პროექტის დასრულების შემდეგ, ქვემო ფონას, ზემო ფონას, ზემო ხეჩილის, ქვემო ხეჩილის, ნაენდროვალისა და დონას 332 მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზით.
გაზიფიცირების 2019-2021 გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 4 155 138 ლარია და 1 498 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის მიღებას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close