დღის ამბები

10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

“თელავის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზაშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თელავში ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებული სინპტომები აღებიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი აუღეს.

ამ ეტაპზე სოფელში ეპიდემიოლიგები მუშაობენ. 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რაც შეეხება წყაროს, მისი დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ჩვილი დედასთან ერთად თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close