დღის ამბები

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად”

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ- ბუნდი (ASB) და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) 2018 წლიდან ახორციელებენ პროექტს „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ პროექტის საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში გაცნობითი შეხვედრა თელავში გამართეს.

შეხვედრა მიზანად ისახავდა ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის პოპულარიზაციას.

შეხვედრაში მონაწილეებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ოთხწლიანია და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის ეფექტურობაზე და ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close