დღის ამბები

როგორ ვებრძოლოთ ბუზებს ხორბალში?

ჰესენის ბუზს (Mayetiola destructor Say) ზოგიერთ წლებში მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს. ის განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. მატლები ორი სახის დაზიანებას იწვევენ.

შემოდგომაზე დაზიანებული ღეროები გაზაფხულზე აღერებამდე ოდნავ მსხვილდება, ფოთლის ფირფიტები კი უხეშდება. ასეთი ღეროები შემდეგში იღუპება. ძლიერ დაზიანებული ღეროები იხრება, იხლართება და მნიშვნელოვნად (30-70%-ით) ამცირებს მოსავალს. მავნებელი წელიწადში ორ თაობას იძლევა.

  საქართველოში გავრცელებულია ბუზის სხვა სახეობაც: შვედური (Oscinella frit L.), მწვანეთვალა (Chlorops pumilionis Bjerk.) და გაზაფხულის (Phorbia genitalis Sc.).

ბრძოლის ღონისძიებები: კარგია საშემოდგომო ხორბლის ოპტიმალური თესვის ბოლო პერიოდში თესვა, ხოლო საგაზაფხულოსი – ადრე. მავნებელი ვერ ასწრებს მცენარის დაზიანებას. საჭიროა აგროტექნიკური სამუშაოების ოპტიმალურ ვადებში ჩატარება, მოსავლის დროული აღება, ნაწვერალის აოშვის და ხვნის დროული
ჩატარება.

ლაგოდეხში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close