დღის ამბებირეგიონისაზოგადოება

ლაგოდეხში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

კახეთის რეგიონში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 11 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.


კახეთის მხარეში კოღოს საწინააღმდეგო საშუალებით სულ 10 000 ჰექტარის დამუშავებაა დაგეგმილი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში ღონისძიებების მიმდინარეობას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, კობა ჩიკვაიძესთან ერთად გაეცნო.
კოღოს საწინააღმდეგო საშუალებით ლაგოდეხში ყველა სოფელი დამუშავდება

 

გარემოს დამუშავება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხორციელდება

   – კოღოს გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია. დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოს) გავრცელების საწინააღმდეგო სადეზინსექციო სამუშაოებით მუნიციპალიტეტის 67 სოფელი დამუშავდება.

შედეგად, შეწამლულ ადგილებში მნიშვნელოვნად შემცირდება მწერების პოპულაციის რიცხოვნობა. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობა წინასწარ არის გაფრთხილებული. – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

     -ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, სადაც ზაფხულის პერიოდში დიდი რაოდენობით აღინიშნება, უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება  – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close