დღის ამბები

12-13 ივნისს საქართველოში შედარებით აგრილდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ივნისს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

ამასთან, თბილისში 11 ივნისამდე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close