დღის ამბებიეკონომიკარეგიონი

ბაზარი გარუკვეველი ვადით დღის ბოლოდან დაიხურება შოთა ნარეკლიშვილი

თელავის აგრარილი ბაზრი დღის ბოლომდე იქნება ღია. ჩვენ მოვაჭრებს დღეს აღებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას ვაძლევთ,”- ამის შესახებ თელავის მერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ბაზარი ადმინისტრაციამ თვითნებურად გახსნა და ეს გადაწყვეტილება არც მერიასთან, არც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და არც საკოორდინაციო საბჭოსთან არ იყო შეთანხმებული, ამიტომ მოხდა ბაზრის ადმინისტრაციის დაჯარიმება წესების დარღვევის გამო.

“ბაზარი გარუკვეველი ვადით დღის ბოლოდან დაიხურება. ბაზრის ადმინისტრაცის წესების და რეგულაციების ჩამონათვალი გადაეცა , რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩვენ გვესმის მოვაჭრეების პოზიცია და ამიტომ ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მათ აღებული პროდუქციის რეალიაცია მოახდიბონ“,-აღნიშნა თელავის მერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close