დღის ამბებისაზოგადოება

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ დააინიცირებს

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ- არასამთავრობო სექტორის დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.

„საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“,- განაცხადა მდინარაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close