დღის ამბები

ფულის გათეთრების რუსული სქემა

ფულის გათეთრების რუსული სქემა

ხშირია ამ ბოლო დროს საუბარი იმაზე რომ რუსეთს სურს ფულის გათეთრება და საქართველო ამისთვის ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობაა. ქრონიკას ესაუბრა  ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ყოფილი გამომძიებელი ახლა კი ერთიანი ნაცინალური მოძრაობის ერთ ერთი აქტივისტი და მხარდამჭერი   ზურაბ შონია    ესაუბრა.

-არსებობს საფრთხე იმის რომ აქ დაიწყოს ფულის გათეთრება ?

-დაიწყოს ? არა ეს უკვე დაწყებულია ! რუსეთში დაწესებული სანქციების გამო რუსეთის მოქალაქეებს რუბლის გადახურდავება საერთაშორისო ვალუტაში აღარ შეუძლიათ, ამიტომაც მათ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს გამოყენებით ალტერნატიული გზა აქვთ მოფიქრებული.

-უფრო ზუსტად რომ ვუთხრათ მკითხველს ეს როგორ ხდება ?

სქემა შემდეგნაირად მუშაობს: რუსეთის მოქალაქეები ფულად გზავნილს ანუ რუბლს საქართველოში აგზავნიან; თანხის კონვერტაცია აქ დოლარში ან ევროში ხდება, თუმცა ფული საქართველოში არ რჩება, მალევე გადახურდავებული თანხა ისევ რუსეთში იგზავნება, თუმცა უკვე ნაღდი ფულით – ან ავტომობილით ან თვითმფრინავით.

-და ამას ვერავინ ხედავს ?

რა თქმა უნდა ხედავენ მაგრამ დუმან , სქემაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეებიც და ამ მომსახურებაში დაახლოებით 100 ლარს იღებენ.

-უყურეთ თითო გზავნილის მაქსიმალური ლიმიტი 2 000 დოლარია, რუსეთის მოქალაქეები ამ სქემაში ქართველებს იყენებენ, იმისთვის, რომ რუბლის დოლარში კონვერტაცია ულიმიტოდ შეძლონ. გამოგზავნილი თანხა საქართველოს მოქალაქეების სახელზე იგზავნება, ქართველები კი რუსებს უბრუნებენ.

-ანუ რასთან გვაქვს საქმე ? 

-საქმე გვაქვს ფულის გათეთრების რუსულ სქემასთან !

პ.ს. ოფიციალური მონაცემებით რუსეთი საქართველოში გზავნილების რაოდენობით პირველ ადგილზეა. ოქტომბრის ბოლოს, რუსეთიდან მიღებულმა თანხამ 174 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასულ წელთან შედარებით 351%-ით მეტია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close