დღის ამბებისპორტი

ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისმა“ „თელავი“ დაამარცხა

„დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0.

„დინამო“ პირველ ტაიმში დაწინაურდა. მე-11 წუთზე საჯარიმოსთან შესანიშნავად ითამაშა დავით სხირტლაძემ, რომელმაც ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ უსმანე კამარა დატოვა, მან კი ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში ანდრეს კარასკოს გაწვრთნილებმა უპირატესობა სწრაფად გაზარდეს. 48-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დენის ბუშნიას განვითარებული სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება ისევ უსმანე კამარას შეეძლო, მაგრამ კარის წინ მარტო დარჩენილ გიორგი ხარაიშვილს გაატანინა – 2:0.

მატჩის მიწურულს კი ზორან მარიშიჩმა დუბლი შეასრულა – ჯერ 83-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა, ხოლო 90+1-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

„დინამო თბილისმა“ 32 ტურის შემდეგ 61 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 9 ქულით ჩამორჩება. „თელავი“ (34) კი მე-7 პოზიციაზეა და დარჩენილ 4 ტურში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა მოუწევს.

წყარო: 1tv.ge

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close