ახმეტარეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა მოსახლეობას 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საჯარო შეხვედრა, ახმეტის კულტურის სახლში გაიმართა, სადაც ალექსი ფიცხელაურმა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, გაწეული მუშაობის შესახებ საკუთარ ამომრჩეველს ანგარიში წარუდგინოს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close